https://sputnik-georgia.com/20220916/tavisufali-widaoba-qartvelma-falavnebma-ori-brinjaos-medali-moipoves-270508532.html
თავისუფალი ჭიდაობა: ქართველმა ფალავნებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
თავისუფალი ჭიდაობა: ქართველმა ფალავნებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
Sputnik საქართველო
იაკობაშვილმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში სომეხი არმან ანდრეასიანი დაამარცხა, ხოლო პეტრიაშვილმა ყაზახ სპორტსმენს აჯობა. 16.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-16T23:48+0400
2022-09-16T23:48+0400
2022-09-16T23:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260194221_0:0:2955:1663_1920x0_80_0_0_e0a78a0288c6be9f6eeac415d27730b5.jpg
თბილისი, 16 სექტემბერი - Sputnik. სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში მეორე საშეჯიბრო დღეს ზურაბ იაკობაშვილმა და გენო პეტრიაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.იაკობიშვილმა, რომელიც 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში სომეხი არმან ანდრეასიანი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა, 4-ქულიანი ილეთის წყალობით. მანამდე ქართველმა მოჭიდავემ მონღოლი ტემულენ ენხტუია (2:1) და თურქი სერვეთ ჩოსკუნი (2:0) დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში ამერიკელ ზაინ ალენ რეთერფორდთან 0:7 წააგო. ზურაბისთვის ეს მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული მე-4 მედალია (1 ოქრო, 3 ბრინჯაო).გენო პეტრიაშვილმა მესამე ადგილისთვის ორთაბრძოლაში ყაზახი ბოლტინი 11:4 დაამარცხა და კარიერაში მსოფლიო პირველობებზე მეშვიდე მედალი მოიპოვა. მანამდე ქართველმა მოჭიდავემ ნახევარფინალში მონღოლ ლხგვაგერელ მუნხტურთან 2:4 წააგო და ოქროს მედლისთვის ბრძოლის შანსი დაკარგა, ხოლო ნახევარფინალამდე ინდოელი დინეშ დინეში 4:0 და ამერიკელი ჰაიდენ ნიკოლას ზილმერი 9:4 დაამარცხა.თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი 18 სექტემბრამდე გაგრძელდება. მანამდე კი მსოფლიო პირველობა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჩატარდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა (ნუგზარ წურწუმია, ლერი აბულაძე).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260194221_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_9af4a6e64ae721b8c26fc05235b117be.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
თავისუფალი ჭიდაობა: ქართველმა ფალავნებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
იაკობაშვილმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში სომეხი არმან ანდრეასიანი დაამარცხა, ხოლო პეტრიაშვილმა ყაზახ სპორტსმენს აჯობა.
თბილისი, 16 სექტემბერი - Sputnik. სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში მეორე საშეჯიბრო დღეს ზურაბ იაკობაშვილმა და გენო პეტრიაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
იაკობიშვილმა, რომელიც 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში სომეხი არმან ანდრეასიანი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა, 4-ქულიანი ილეთის წყალობით. მანამდე ქართველმა მოჭიდავემ მონღოლი ტემულენ ენხტუია (2:1) და თურქი სერვეთ ჩოსკუნი (2:0) დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში ამერიკელ ზაინ ალენ რეთერფორდთან 0:7 წააგო. ზურაბისთვის ეს მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული მე-4 მედალია (1 ოქრო, 3 ბრინჯაო).
გენო პეტრიაშვილმა მესამე ადგილისთვის ორთაბრძოლაში ყაზახი ბოლტინი 11:4 დაამარცხა და კარიერაში მსოფლიო პირველობებზე მეშვიდე მედალი მოიპოვა. მანამდე ქართველმა მოჭიდავემ ნახევარფინალში მონღოლ ლხგვაგერელ მუნხტურთან 2:4 წააგო და ოქროს მედლისთვის ბრძოლის შანსი დაკარგა, ხოლო ნახევარფინალამდე ინდოელი დინეშ დინეში 4:0 და ამერიკელი ჰაიდენ ნიკოლას ზილმერი 9:4 დაამარცხა.
თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი 18 სექტემბრამდე გაგრძელდება. მანამდე კი მსოფლიო პირველობა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჩატარდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა (ნუგზარ წურწუმია, ლერი აბულაძე).