სუმო: მეოთხე მარცხი აკი ბაშოზე - ტოჩინოშინის ბალანსი კიდევ უფრო გაუარესდა

© AFP 2024 / JIJI PRESSლევან გორგაძე
ლევან გორგაძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2022
გამოწერა
ლევან გორგაძეს დღევანდელი მარცხის შემდეგ სუპერტურნირზე ორი გამარჯვება და ოთხი მარცხი დაუგროვდა. ტოჩინოშინი ხვალ ვაკამოტოჰარუს შეხვდება.
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე სექტემბრის ბაშოზე ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი მეოთხედ დამარცხდა.
აკი ბაშოს მე-6 საჭიდაო დღეს ქართველი სუმოისტის მეტოქე იაპონელი ტაკანოშო იყო. ტაკანოშომ უპირატესობა ორთაბრძოლის დასაწყისშივე მოიპოვა და ლევან გორგაძე მარტივად, იორიკირის ილეთით დაამარცხა.
ამგვარად, ტოჩინოშინს მიმდინარე ბაშოზე ორი მოგება და ოთხი მარცხი აქვს. შემდეგ შეხვედრას ქართველი სუმოისტი მე-6 მაეგაშირა ვაკამოტოჰარუსთან გამართავს, რომლის ანგარიშზეც ამ ბაშოზე ხუთი გამარჯვება და ერთი წაგებაა.
ყველა ახალი ამბავი
0