https://sputnik-georgia.com/20220916/sobadobas-sikvdilianoba-warbobs-statistika-270476304.html
საქართველოში შობადობას სიკვდილიანობამ გადააჭარბა - ახალი სტატისტიკა
საქართველოში შობადობას სიკვდილიანობამ გადააჭარბა - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
მოსახლეობის ზრდის უარყოფითი მაჩვენებელი აჭარის გარდა ყველა რეგიონში ფიქსირდება. 16.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-16T09:47+0400
2022-09-16T09:47+0400
2022-09-16T17:31+0400
დემოგრაფია
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24601/93/246019356_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_f0bb82becd1e2f3da434f053f0889c02.jpg
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში წლის დასაწყისიდან მოსახლეობის ბუნებრივი ზრდის უარყოფითი მაჩვენებელი დაფიქსირდა, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.უწყების წინასწარი მონაცემებით, საქართველოში იანვრიდან ივნისის ჩათვლით დაიბადა 20.195 ბავშვი, მაშინ, როდესაც ამავე პერიოდში გარდაიცვალა 26.681 ადამიანი.მოსახლეობის ზრდის უარყოფითი მაჩვენებელი საქართველოს ყველა რეგიონში ფიქსირდება, გარდა აჭარისა.ქვეყანაში შობადობის მხრივ ლიდერობს თბილისი – 6.780 ბავშვი. მეორე ადგილზეა აჭარა – 2.559, მესამეზე – იმერეთი – 2.554.ყველაზე ნაკლები ბავშვი დაიბადა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის (115), მცხეთა-მთიანეთისა (392) და გურიის (432) რეგიონებში.შობადობა და სიკვდილიანობა საქართველოში>>რაც შეეხება სიკვდილიანობას, აქაც დედაქალაქი ლიდერობს. აღნიშნულ პერიოდში გარდაიცვალა 7.626 ადამიანი. მეორე ადგილზეა იმერეთი – 4.514, მესამეზე – სამეგრელო–ზემო სვანეთი – 2.588 გარდაცვლილი.გარდა ამისა, ნახევარ წელიწადში დაქორწინდა 11.376 წყვილი, ხოლო განქორწინდა – 6.629.იანვრიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში თბილისში დაფიქსირდა ყველაზე მეტი ქორწინება – 7,6 ათასი და ასევე განქორწინება – 3,3 ათასი.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24601/93/246019356_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_b8983e0b69d1a304d14ea07994af4f9c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დემოგრაფია, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს რეგიონები
დემოგრაფია, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს რეგიონები
საქართველოში შობადობას სიკვდილიანობამ გადააჭარბა - ახალი სტატისტიკა
09:47 16.09.2022 (განახლებულია: 17:31 16.09.2022) მოსახლეობის ზრდის უარყოფითი მაჩვენებელი აჭარის გარდა ყველა რეგიონში ფიქსირდება.
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში წლის დასაწყისიდან მოსახლეობის ბუნებრივი ზრდის უარყოფითი მაჩვენებელი დაფიქსირდა, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
უწყების წინასწარი მონაცემებით, საქართველოში იანვრიდან ივნისის ჩათვლით დაიბადა 20.195 ბავშვი, მაშინ, როდესაც ამავე პერიოდში გარდაიცვალა 26.681 ადამიანი.
მოსახლეობის ზრდის უარყოფითი მაჩვენებელი საქართველოს ყველა რეგიონში ფიქსირდება, გარდა აჭარისა.
ქვეყანაში შობადობის მხრივ ლიდერობს თბილისი – 6.780 ბავშვი. მეორე ადგილზეა აჭარა – 2.559, მესამეზე – იმერეთი – 2.554.
ყველაზე ნაკლები ბავშვი დაიბადა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის (115), მცხეთა-მთიანეთისა (392) და გურიის (432) რეგიონებში.
რაც შეეხება სიკვდილიანობას, აქაც დედაქალაქი ლიდერობს. აღნიშნულ პერიოდში გარდაიცვალა 7.626 ადამიანი. მეორე ადგილზეა იმერეთი – 4.514, მესამეზე – სამეგრელო–ზემო სვანეთი – 2.588 გარდაცვლილი.
გარდა ამისა, ნახევარ წელიწადში დაქორწინდა 11.376 წყვილი, ხოლო განქორწინდა – 6.629.
იანვრიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში თბილისში დაფიქსირდა ყველაზე მეტი ქორწინება – 7,6 ათასი და ასევე განქორწინება – 3,3 ათასი.