პუტინი: SCO ყველაზე დიდი რეგიონული ორგანიზაციაა მსოფლიოში

  - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2022
გამოწერა
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია მსოფლიოს ყველაზე დიდი რეგიონული ორგანიზაციაა, რომელიც ზრდის თავის როლს საერთაშორისო და რეგიონული პრობლემების გადაჭრაში, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.
მისი თქმით, ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე პლანეტის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობს, იქმნება მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით მეოთხედი, თავმოყრილია მძლავრი ინტელექტუალური და ტექნოლოგიური პოტენციალი, მსოფლიოს ბუნებრივი რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი.

„ამასთან შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია არ დგას ადგილზე და განაგრძობს განვითარებას, თავისი როლის გაძლიერებას საერთაშორისო და რეგიონული პრობლემების გადაჭრაში, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში ევრაზიის მთელ სივრცეში“, — განაცხადა პუტინმა.

უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი მიმდინარეობს. მისი მონაწილეები ხელს მოაწერენ სამარყანდის დეკლარაციას, რომელშიც წევრი ქვეყნების პოზიციები იქნება დაფიქსირებული უმნიშვნელოვანესი რეგიონული და გლობალური საკითხების თაობაზე.
ყველა ახალი ამბავი
0