https://sputnik-georgia.com/20220916/raribasvili-bulgaretis-lcs-sexvda-270490421.html
რაზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბულგარეთის ელჩთან
რაზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბულგარეთის ელჩთან
Sputnik საქართველო
ირაკლი ღარიბაშვილმა ვესელინ ვალკანოვს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. 16.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-16T14:31+0400
2022-09-16T14:31+0400
2022-09-16T21:30+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ბულგარეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/10/270487042_24:0:1258:694_1920x0_80_0_0_12c2ff804b7ae2e63e69abb0376f929e.jpg
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ვესელინ ვალკანოვს შეხვდა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბულგარეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ათეულშია.შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და რეგიონსა და მსოფლიოში უსაფრთხოების კუთხით არსებულ რთულ ვითარებას.ვესელინ ვალკანოვმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ბულგარეთის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.ირაკლი ღარიბაშვილმა, თავის მხრივ, ვესელინ ვალკანოვს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
საქართველო
ბულგარეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/10/270487042_178:0:1103:694_1920x0_80_0_0_8075046e30b7f73a616d89bbf4dac452.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ბულგარეთი
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ბულგარეთი
რაზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბულგარეთის ელჩთან
14:31 16.09.2022 (განახლებულია: 21:30 16.09.2022) ირაკლი ღარიბაშვილმა ვესელინ ვალკანოვს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ვესელინ ვალკანოვს შეხვდა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.
„გამოითქვა არსებული პოტენციალის სრულად გამოყენებისთვის ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაშია აღნიშნული, ბულგარეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ათეულშია.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და რეგიონსა და მსოფლიოში უსაფრთხოების კუთხით არსებულ რთულ ვითარებას.
ვესელინ ვალკანოვმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ბულგარეთის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
ირაკლი ღარიბაშვილმა, თავის მხრივ, ვესელინ ვალკანოვს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.