მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პუტინი: დასავლეთი რუსეთის დაშლას ვერ ეღირსება

© photo: Sputnik / POOL / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2022
გამოწერა
პუტინი დარწმუნებულია, რომ დასავლეთი ცდილობდა უკრაინაში ანტირუსული ანკლავის შექმნას რუსეთის დაშლის მიზნით.
თბილისი, 16 სექტემბერი - Sputnik. დასავლეთის ქვეყნები ათწლეულების განმავლობაში ამუშავებდნენ როგორც საბჭოთა კავშირის, ასევე რუსეთის დაშლის იდეებს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პარასკევს SCO-ს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
რუსეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტების შეკითხვებს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სამიტის შემდეგ უპასუხა, რომელიც 15-16 სექტემბერს სამარყანდში გაიმართა.
„დასავლეთის ქვეყნებში ათწლეულების განმავლობაში ამუშავებდნენ როგორც საბჭოთა კავშირის, ისე ისტორიული რუსეთის, როგორც მისი ბირთვის დაშლის იდეას... ვერ ეღირსებიან. თავიანთი ამოცანები გადაწყვიტონ ისე, როგორც საჭიროდ მიაჩნიათ“, - უპასუხა პუტინმა ჟურნალისტების შეკითხვებზე.
მან აღნიშნა, რომ დასავლეთი რუსეთის დაშლისთვის უკრაინაში ანტირუსული ანკლავის შექმნას ცდილობდა და სპეცოპერაცია სწორედ ამის თავიდან ასაცილებლად დაიწყო.
„ის, რომ ისინი ყოველთვის მიისწრაფოდნენ ჩვენი ქვეყნის დაშლისკენ, უდავოა. სამწუხაროა მხოლოდ ის, რომ რაღაც მომენტიდან გაჩნდა იდეა, რომ უკრაინა გამოიყენონ ამ მიზნების მისაღწევად... თავის თავად აქედან გამომდინარეობს დასკვნა - ფაქტობრივად, სწორედ იმისათვის, რომ არ მომხდარიყო მოვლენების ასეთი განვითარება, ჩვენ დავიწყეთ სპეციალური სამხედრო ოპერაცია. სწორედ ამისკენ ისწრაფვის და მიისწრაფოდა ზოგიერთი დასავლური ქვეყანა შეერთებული შტატების მეთაურობით - შეიქმნას ასეთი ანტირუსული ანკლავი, რომელმაც უნდა გამუდმებით არყიოს და დაემუქროს რუსეთს ამ მიმართულებიდან“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
სამიტის მონაწილეებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელშიც დაფიქსირებულია წევრი ქვეყნების პოზიციები უმნიშვნელოვანესი რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე.
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია დაარსდა 2001 წელს ჩინეთის, რუსეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის და უზბეკეთის ინიციატივით. 2017 წელს SCO-ს სრულუფლებიანი წევრები ინდოეთი და პაკისტანი გახდნენ. სამარყანდში გამართული სამიტი არის SCO-ს ქვეყნების ლიდერებისა და მთავრობების წარმომადგენლების პირველი პირისპირ შეხვედრა კოროვირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0