პანდემიის შემდეგ მწერალთა სახლში ბავშვებთან შეხვედრების ტრადიცია აღდგება

© photo: Sputnik / Stringerსასტუმრო ოთახი
სასტუმრო ოთახი - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2022
გამოწერა
პროექტის მიზანია უმცროს თაობაში წიგნისა და წიგნის კითხვის პოპულარიზაცია.
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. თბილისის მწერალთა სახლში დიდი ხნის პაუზის შემდეგ, რომელიც კორონავირუსის პანდემიით იყო გამოწვეული, ბავშვებთან შეხვედრები აღდგება, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

„პანდემიის დროინდელი ონლაინ-შეხვედრებიდან ვუბრუნდებით მწერალთა სახლს. 24 სექტემბრიდან შაბათობით კვლავ გელით მწერალთა სახლი ვასო გულეურთან ერთად“, – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ტრადიციულად, პროექტის „ბავშვები მწერალთა სახლში“ ფარგლებში საბავშვო მწერალი ვასო გულეური წიგნის მოყვარულ ბავშვებს მწერალთა სახლში ხვდება და მათ ქართველი და უცხოელი მწერლების ნაწარმოებებს აცნობს.
პროექტის მიზანია უმცროს თაობაში წიგნის პოპულარიზაცია.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0