გენერალური აუდიტორის პოსტზე ფინანსთა მინისტრის მოადგილეა წარდგენილი

© Parliament of Georgiaცოტნე ყავლაშვილი
ცოტნე ყავლაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2022
გამოწერა
გენერალური აუდიტორის არჩევასთან დაკავშირებით კენჭისყრა მომავალ კვირაში გაიმართება.
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ გენერალური აუდიტორის პოსტზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ცოტნე ყავლაშვილი წარადგინა.
გენერალური აუდიტორის ინსტიტუტი – საბიუჯეტო სახსრების ხარჯვისა და პარტიების დაფინანსების მონიტორინგის დამოუკიდებელი ინსტიტუტია, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე.

„საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, გენერალური აუდიტორის კანდიდატურის დასახელება წარმოადგენს პარლამენტის თავმჯდომარის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას, რომლის ფარგლებშიც პარლამენტს გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ასარჩევად წარვუდგენ ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურას“, – განაცხადა პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ცოტნე ყავლაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა ფინანსთა სამინისტროში, არის მაგალითი პროფესიონალი და კეთილსინდისიერი საჯარო მოხელისა, რომელმაც 15 წლის განმავლობაში რიგითი სპეციალისტიდან მინისტრის მოადგილეობამდე საჯარო სამსახურის ყველა საფეხური გაიარა.
ყავლაშვილი 39 წლისაა. 2007 წლიდან დაიწყო მუშაობა ფინანსთა სამინისტროში, პირველი პოზიცია საბიუჯეტო დეპარტამენტის სპეციალისტი იყო.
მინისტრის მოადგილის რანგში მისი ზედამხედველობის ქვეშ იყო აუდიტორული საქმიანობები. 2013 წლიდან ამავდროულად არის სახელმწიფო ხაზინის უფროსი.
© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი და ცოტნე ყავლაშვილი
Шавлва Папуашвили и  Цотне Кавлашвили
 - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2022
შალვა პაპუაშვილი და ცოტნე ყავლაშვილი
„კენჭისყრა გენერალური აუდიტორის არჩევასთან დაკავშირებით გაიმართება მომავალ კვირაში. დარწმუნებული ვარ, ცოტნე ყავლაშვილს საპარლამენტო უმრავლესობის სრული მხარდაჭერა ექნება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ამასთან მან იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციონერი კოლეგებიც მხარს დაუჭერენ ახალ გენერალურ აუდიტორს.
ახალი გენერალური აუდიტორის წარდგენის მიზეზი სამსახურის ამჟამინდელი უფროსის, ირაკლი მექვაბიშვილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვა გახდა, რომელიც 2017 წლის 20 სექტემბერს აირჩიეს.
ყავლაშვილის ასარჩევად საკმარისია 76 დეპუტატის ხმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ პარლამენტში 80 დეპუტატით არის წარმოდგენილი.
ყველა ახალი ამბავი
0