ევროპის მობილობის კვირეულთან დაკავშირებით თბილისში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

© Sputnik / Alexander Imedashviliსამგზავრო ავტობუსი თბილისში
სამგზავრო ავტობუსი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2022
გამოწერა
ევროპული მობილობის კვირეული, რომელშიც საქართველოს დედაქალაქი წელსაც მიიღებს მონაწილოებას, არის კამპანია, რომელიც სტაბილური ურბანული მობილობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. ევროპის მობილობის კვირეულთან დაკავშირებით 17-18 სექტემბერს დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.

შეზღუდვა 16 სექტემბრის 22:00 საათიდან 18 სექტემბრის ჩათვლით მიცკევიჩის ქუჩასა და ზაარბრიუკენის მოედანზე იმოქმედებს.

ღონისძიების ფარგლებში ავტომობილების გადაადგილება მიცკევიჩის ქუჩაზე, გამრეკელის ქუჩიდან პეკინის გამზირამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში შეიზღუდება.
კერძოდ, მიცკევიჩის ქუჩიდან პეკინის გამზირის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ გამრეკელის ქუჩის გავლით, ყაზბეგის გამზირის, ცინცაძისა და ბახტრიონის ქუჩების გამოყენებით, ხოლო პეკინის გამზირიდან მიცკევიჩის ქუჩის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება როგორც ცინცაძისა და ბახტრიონის ქუჩების, ასევე, ვაჟა-ფშაველას გამზირის, იონა ვაკელისა და ტანძიის ქუჩების საშუალებით.
რაც შეეხება ზაარბრიუკენის მოედანს, მოძრაობა შეიზღუდება ტყვიავისა და გოგიბერიძის ქუჩებიდან ზაარბრიუკენის მოედნის მიმართულებით.
ზაარბრიუკენის მოედნიდან უზნაძის ქუჩის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები წინამძღვრიშვილის, ჯავახიშვილისა და გოგიბერიძის ქუჩებიდან გადაადგილებას შეძლებენ ტოლსტოისა და ხეთაგუროვის ქუჩების გამოყენებით, მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით. უზნაძის ქუჩიდან გადაადგილება კი შესაძლებელი იქნება ზაარბრიუკენის მოედნის გავლით, გოგიბერიძის, ტოლსტოის ქუჩებისა და ზაარბრიუკენის ხიდის მიმართულებით.

შეზღუდვის გამო შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სქემაც.

16-22 სექტემბერს ევროკავშირი მობილობის კვირეულს აღნიშნავს. კვირეულის მიზანია გადაადგილების ხელშეწყობა გამონაბოლქვის გარეშე და ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ველოსიპედითა და ფეხით სიარულით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის უფრო ხშირი გამოყენებით ან ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილებით გადაადგილებით.
ყველა ახალი ამბავი
0