https://sputnik-georgia.com/20220916/echr-rezolucia-270497979.html
ევროპულმა სასამართლომ რუსი მოსამართლის თანამდებობა გააუქმა: ECHR-ის რეზოლუცია
ევროპულმა სასამართლომ რუსი მოსამართლის თანამდებობა გააუქმა: ECHR-ის რეზოლუცია
Sputnik საქართველო
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ევროპის საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერების შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) გადაწყვიტა გააუქმოს რუსეთის... 16.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-16T17:32+0400
2022-09-16T17:32+0400
2023-07-20T15:46+0400
მსოფლიო დღეს
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
რუსეთი
ევროსაბჭო
პოლიტიკა
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23169/66/231696678_0:247:4928:3019_1920x0_80_0_0_2807445312b5dfbd1d73d47af2e161c3.jpg
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ევროპის საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერების შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) გადაწყვიტა გააუქმოს რუსეთის მოსამართლის თანამდებობა, რომელსაც აქამდე მიხაილ ლობოვი იკავებდა.როგორც სასამართლოს რეზოლუციაშია ნათქვამი, გარდა 2022 წლის 16 მარტის რეზოლუციისა, რომელიც რუსეთის ფედერაციისთვის ევროპის საბჭოში წევრობის შეწყვეტას შეეხებოდა, სასამართლომ ასევე გაითვალისწინა 2022 წლის 22 მარტის დადგენილება, რომლის თანახმად, რუსეთის ფედერაცია აღარ არის ადამიანის უფლებათა კონვენციის მაღალი მომლაპარაკებელი მხარე.გავრცელებული ინფორმაციით, ECHR კვლავაც განაგრძობს რუსეთის წინააღმდეგ იმ სარჩელების განხილვას, რომლებიც სასამართლოში 16 სექტემბრამდეა შეტანილი. ახალი სარჩელები რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევის თაობაზე კი აღარ მიიღება.2022 წლის 15 მარტს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად დაუჭირა მხარი რუსეთის ევროსაბჭოდან გარიცხვას. თუმცა რუსეთმა მოვლენებს დაასწრო და თავად დატოვა ევროსაბჭო. ამასთან ორგანიზაცია მიკერძოებულობაში დაადანაშაულა. ორი დღის შემდეგ, 17 მარტს ევროპის ადმიანის უფლებათა სასამართლომ რუს მოსამართლე მიხაილ ლობოვს საქმიანობა შეუჩერა, ახლა კი საერთოდ გააუქმა მისი თანამდებობა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23169/66/231696678_288:0:4641:3265_1920x0_80_0_0_986084bff984a69234c1eb0996b15d47.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, რუსეთი, ევროსაბჭო, პოლიტიკა, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მსოფლიოს ახალი ამბები
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, რუსეთი, ევროსაბჭო, პოლიტიკა, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ევროპის საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერების შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) გადაწყვიტა გააუქმოს რუსეთის მოსამართლის თანამდებობა, რომელსაც აქამდე მიხაილ ლობოვი იკავებდა.
როგორც სასამართლოს
რეზოლუციაშია ნათქვამი, გარდა 2022 წლის 16 მარტის რეზოლუციისა, რომელიც რუსეთის ფედერაციისთვის ევროპის საბჭოში წევრობის შეწყვეტას შეეხებოდა, სასამართლომ ასევე გაითვალისწინა 2022 წლის 22 მარტის დადგენილება, რომლის თანახმად, რუსეთის ფედერაცია აღარ არის ადამიანის უფლებათა კონვენციის მაღალი მომლაპარაკებელი მხარე.
„სასამართლოს რეგლამენტის შესაბამისად <...>, ვინაიდან რუსეთის ფედერაცია აღარ არის ადამიანის უფლებათა კონვენციის მაღალი მომლაპარაკებელი მხარე, ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ რუსეთის მოსამართლის თანამდებობა ასევე წყვეტს არსებობას“, — ნათქვამია დადგენილებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ECHR კვლავაც განაგრძობს რუსეთის წინააღმდეგ იმ სარჩელების განხილვას, რომლებიც სასამართლოში 16 სექტემბრამდეა შეტანილი. ახალი სარჩელები რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევის თაობაზე კი აღარ მიიღება.
2022 წლის 15 მარტს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად დაუჭირა მხარი რუსეთის ევროსაბჭოდან გარიცხვას. თუმცა რუსეთმა მოვლენებს დაასწრო და თავად დატოვა ევროსაბჭო. ამასთან ორგანიზაცია მიკერძოებულობაში დაადანაშაულა. ორი დღის შემდეგ, 17 მარტს ევროპის ადმიანის უფლებათა სასამართლომ რუს მოსამართლე მიხაილ ლობოვს საქმიანობა შეუჩერა, ახლა კი საერთოდ გააუქმა მისი თანამდებობა.