ორსული მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლით პატიმრობა მიესაჯა

© photo: Sputnik / Aleksey Filippov / გადასვლა მედიაბანკშიპენიტენციური დაწესებულება
პენიტენციური დაწესებულება - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2022
გამოწერა
ხუთი თვის ორსულ ქალს მეუღლემ დანით 30 ჭრილობა მიაყენა.
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ორსული მეუღლის მკვლელობისთვის დაკავებულ გოგა გზირიშვილს 20 წლით პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლო სხდომას ესწრებოდა ბრალდებულიც, რომელმაც დანაშაული აღიარა.
საზარელი მკვლელობა 2021 წლის 22 დეკემბერს ვარკეთილში მოხდა. 23 წლის გზირიშვილმა ხუთი თვის ორსული მეუღლე 1,5 წლის შვილის თვალწინ მოკლა. მან დანით ქალს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში 30 ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორსული ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარის შემდეგ გზირიშვილმა თავად გამოიძახა პოლიცია და ჩაბარდა.
დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქმე სსკ-ის 11 პრიმა–109-ე მუხლით აღიძრა, რაც 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0