მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

დაგეგმილი თუ შემთხვევითი: ზელენსკის პრეს-მდივანმა ავარიის დეტალებზე ისაუბრა

© Press Service of the President of Ukraine
  - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2022
გამოწერა
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავტოავარიის შემდეგ თავს კარგად გრძნობს, განაცხადა პრეზიდენტის პრეს-მდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა.

„ავარია არანაირად არ ასახულა პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მუშაობის უნარზე. მას ყველაფერი წესრიგში აქვს და დილიდან მუშაობს. დღეისათვის დაგეგმილი ყველა ღონისძიება გრაფიკის მიხედვით ტარდება“, — აღნიშნა ნიკიფოროვმა.

მისი თქმით, ზელენსკის მხოლოდ მსუბუქი დაჟეჟილობები აღენიშნება.
  - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2022
მსოფლიო დღეს
ზელენსკის კორტეჟს ავარია შეემთხვა: ვიდეო ადგილიდან
გარდა ამისა, ნიკიფოროვმა წუხანდელი ავარიის დეტალებზეც ისაუბრა. მისი თქმით, შემთხვევა კიევში მოხდა კომენდანტის საათის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, დაახლოებით ღამის 11 საათზე. ზელენსკი ხარკოვის რეგიონიდან ბრუნდებოდა საკუთარ ოფისში, როდესაც მის კორტეჟს ჯვარედინი მიმართულებით მოძრავი სხვა ავტომობილი შეეჯახა.

„პრეზიდენტი, უსაფრთხოების პროტოკოლის თანახმად, მაშინვე კორტეჟის სხვა მანქანაში გადაჯდა და მოძრაობა განაგრძო. პრეზიდენტის ავტომობილის მძღოლი ავარიის ადგილზე დარჩა და პოლიციას დაელოდა. გარდა ამისა, ადგილზე დარჩა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟიც, რომელიც პრეზიდენტის კორტეჟს ახლდა. მედიკოსებმა შეჯახებული ავტომობილის დაშავებულ მძღოლს დახმარება აღმოუჩინეს და საქალაქო სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს გადასცეს“, — თქვა ნიკიფოროვმა.

შეკითხვაზე, ავტოავარია შემთხვევით მოხდა თუ წინასწარ იყო დაგეგმილი, პრეზიდენტის პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ „ვერსიებსა და სხვა დეტალებს პოლიცია გამოაცხადებს“.
ყველა ახალი ამბავი
0