თბილისში არქიტექტორ ლადო ალექსი-მესხიშვილის გამოფენა გაიმართება

© photo: Sputnik
  - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2022
გამოწერა
ლადო ალექსი-მესხიშვილი საბჭოთა პერიოდის ერთ-ერთი გამორჩეული არქიტექტორია.
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. „თიბისი კონცეფტის“ სივრცეში 20 სექტემბერს გაიხსნება ცნობილი ქართველი არქიტექტორის ლადო ალექსი-მესხიშვილის ნამუშევრების გამოფენა „არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე“.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ქართველი არქიტექტორის ნამუშევრების ფართო კოლექცია. გამოფენის სტუმრები გაეცნობიან არქიტექტორის განვითარების გზას ადრეული საკონკურსო პროექტებიდან დასრულებულ შენობებამდე.
გამოფენა ასევე მოიცავს ჩანახატებს და ნახაზებს, ფოტოებს, ფილმებს, საარქივო მასალას და მაკეტებს.
ლადო ალექსი-მესხიშვილი (1915-1978) საბჭოთა პერიოდის ერთ-ერთი გამორჩეული არქიტექტორია. მისმა შემოქმედებამ საქართველოში, განსაკუთრებით, თბილისში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. იგი ეკუთვნის იმ პირველ თაობას, რომელმაც არქიტექტურული განათლება საქართველოში მიიღო.
ექსპოზიცია 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. მისი დათვალიერება შესაძლებელი იქნება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 20:00 საათამდე.
ყველა ახალი ამბავი
0