სუმო: ტოჩინოშინის მორიგი მარცხი - ქართველი სეკიტორი უარყოფით ბალანსზე გავიდა

© photo: AFP 2020 / ZELLER FRANKლევან გორგაძე
ლევან გორგაძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2022
გამოწერა
ტოჩინოშინი აკი ბაშოს მე-5 დღეს ენდოსთან იორიკირის ილეთით დამარცხდა. ქართველი სუმოისტის შემდეგი მეტოქე ტაკანოშო იქნება.
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე სექტემბრის ბაშოზე ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი მესამედ დამარცხდა და უარყოფით ბალანსზე გავიდა.
აკი ბაშოზე ქართველი სუმოისტი ენდოს დაუპირისპირდა, რომელმაც ორთაბრძოლა შეჯახებისთანავე აქტიურად დაიწყო და ტოჩინოშინი დოჰიოს კიდესთან მიიმწყვდია.
ლევან გორგაძემ სცადა უხერხული სიტუაციიდან თავის დაძვრენა, თუმცა ენდოს ზეწოლას ვეღარ გაუძლო და იორიკირის ილეთით დამარცხდა.
სუმო: აკი ბაშოზე ტოჩინოშინი მეორედ დამარცხდა და თანაბარ ბალანსს დაუბრუნდა>>
ლევან გორგაძეს აღნიშნული მარცხის შემდეგ აკი ბაშოზე ორი გამარჯვება და სამი წაგება დაუგროვდა, ხვალ კი მისი მეტოქე მეათე მაეგაშირა ტაკანოშო იქნება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0