საზღვარზე ესკალაციას 71 აზერბაიჯანელი სამხედრო ემსხვერპლა

  - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2022
გამოწერა
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე ესკალაციისას რამდენიმე ათეული აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა, იუწყება ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო.

„აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებამ სომხეთი-აზერბაიჯანის საზღვარზე ესკალაციისას დაღუპულთა განახლებული სია გამოაქვეყნა. დაღუპულთა რაოდენონამ 71 კაცს მიაღწია“, — ნათქვამია უწყების პრეს-სამსახურის განცხადებაში.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, საზღვარზე სროლებს 50 აზერბაიჯანელი სამხედრო ემსხვერპლა.
სომხეთი-აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებები სამშაბათს, ღამით დაიწყო. მხარეები გამწვავების დაწყებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ერევნის განცხადებით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის ტერიტორია არტილერიისა და დრონების გამოყენებით დაბომბეს. საუბარია ტერიტორიებზე, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ ყარაბაღთან.
ბაქოში კი აცხადებენ, რომ აზერბაიჯანული ჯარების პოზიციებს სომეხმა სამხედროებმა გაუხსნეს ცეცხლი. ბაქომ სომხეთი სამშვიდობო პროცესის ჩაშლაში დაადანაშაულა.
სომხური მხარის განცხადებით, საზღვარზე სროლებისას 105 სომეხი სამხედრო დაიღუპა.
ყველა ახალი ამბავი
0