საქართველოში სექსუალური დანაშაულების რაოდენობა შემცირდა

© Pixabay / sasintმტირალი გოგონა
მტირალი გოგონა - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2022
გამოწერა
სექსუალური დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში შვიდ თვეში 194 ადამიანი მისცეს.
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში 2022 წლის შვიდ თვეში სექსუალური ხასიათის 269 დანაშაული დაფიქსირდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 12,4%-ით ნაკლებია, ნათქვამია შსს-ს მასალებში.
უწყების მონაცემებით, 2022 წლის 1 იანვრიდან 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში სექსუალური ხასიათის დანაშაულებიდან მხოლოდ 63,5% გაიხსნა.
საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა გაუპატიურების 96 შემთხვევა, რაც გასული წლის იანვარი–ივლისის პერიოდის მაჩვენებელზე 10,3%-ით ნაკლებია. სექსუალური ხასიათის სხვა დანაშაულების რაოდენობა 13,5%-ით შემცირდა.
სექსუალური დანაშაულისთვის შვიდ თვეში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს 194 ადამიანი, დაზარალებულად აღიარეს 173 პირი.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0