საქართველომ „ოსკარის“ პრემიისთვის ფილმი შეარჩია

© photo: Sputnik / Evgeny Odinokov / გადასვლა მედიაბანკში„ოსკარის“ ქანდაკება
„ოსკარის“ ქანდაკება - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2022
გამოწერა
„ოსკარის“ პრემიის მაძიებელი ფილმის შერჩევაზე კონკურსი საქართველოში აგვისტოში გამოცხადდა.
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. ამერიკული კინოპრემია „ოსკარის“ მოსაპოვებლად ნომინაციაში „საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმი“ მონაწილეობისთვის საქართველოდან რეჟისორ დავით ფირცხალავას „დიდი შესვენება“ იბრძოლებს, ნათქვამია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციაში.
„ოსკარის“ პრემიის მაძიებელი კანდიდატი ფილმის შესარჩევად კონკურსი საქართველოში აგვისტოში გამოცხადდა.
ამერიკული კინოაკადემიის ჯილდოს „ოსკარის" გადაცემის 95-ე ცერემონია 2023 წლის 12 მარტს გაიმართება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0