https://sputnik-georgia.com/20220915/samuxis-velze-gadampren-prnvelebze-nadiroba-aikrzala-270469139.html
სამუხის ველზე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა აიკრძალა
სამუხის ველზე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა აიკრძალა
Sputnik საქართველო
საქართველოში ქურციკის, იგივე ჯეირნის პოპულაციის აღდგენის პროექტი 2013 წლიდან ხორციელდება. 15.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-15T20:22+0400
2022-09-15T20:22+0400
2022-09-15T22:34+0400
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24752/16/247521681_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_70ea70bdf98ff0881b2469e2bf3271d0.jpg
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. სამუხის ველზე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა დროებით აიკრძალა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა საფრთხეს უქმნის ქურციკის (ჯეირანი) პოპულაციის აღდგენის პროექტის განხორციელებას.საქართველოში ქურციკის, იგივე ჯეირნის ულამაზესი სახეობა, რომელიც 1960 წლებამდე საკმაოდ მრავლად იყო გავრცელებული, ურბანიზაციისა და ბრაკონიერობის შედეგად გადაშენდა.პროექტი, რომელსაც 2013 წლიდან დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) ახორციელებენ, საქართველოში ქურციკების პოპულაციის აღდგენისკენაა მიმართული.აღნიშნულიდან გამომდინარე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების საზღვარსა და საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარს შორის არსებულ სამუხის ველზე 2023 წლის 1 მარტამდე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება.დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი მუდმივად ახორციელებენ მონიტორინგს და დაკვირვებას ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, რაც როგორც ქურციკების რაოდენობის შესწავლას, ისე მათთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას გულისხმობს. ქურციკის აღდგენა დღეისათვის საქართველოს გარემოს დამცველების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ივრის ზეგანზე ეკოსისტემების გაჯანსაღებაში ამ ცხოველს განსაკუთრებული როლი აქვს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24752/16/247521681_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_0536c02112c321a546856e3ceb7f9d74.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
სამუხის ველზე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა აიკრძალა
20:22 15.09.2022 (განახლებულია: 22:34 15.09.2022) საქართველოში ქურციკის, იგივე ჯეირნის პოპულაციის აღდგენის პროექტი 2013 წლიდან ხორციელდება.
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. სამუხის ველზე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა დროებით აიკრძალა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა საფრთხეს უქმნის ქურციკის (ჯეირანი) პოპულაციის აღდგენის პროექტის განხორციელებას.
საქართველოში ქურციკის, იგივე ჯეირნის ულამაზესი სახეობა, რომელიც 1960 წლებამდე საკმაოდ მრავლად იყო გავრცელებული, ურბანიზაციისა და ბრაკონიერობის შედეგად გადაშენდა.
პროექტი, რომელსაც 2013 წლიდან დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) ახორციელებენ, საქართველოში ქურციკების პოპულაციის აღდგენისკენაა მიმართული.
„სროლის ხმა აფრთხობს ქურციკებს, რაც მათი ქცევის შეცვლას იწვევს – გაშლილი ტერიტორიებიდან ინაცვლებენ ტყე-ბუჩქნარიან ადგილებზე თავშესაფრის მოძიების და დამალვის მიზნით. შესაბამისად, ადვილი მოსანადირებელი ხდება მგლებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების საზღვარსა და საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარს შორის არსებულ სამუხის ველზე 2023 წლის 1 მარტამდე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება.
დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი მუდმივად ახორციელებენ მონიტორინგს და დაკვირვებას ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, რაც როგორც ქურციკების რაოდენობის შესწავლას, ისე მათთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას გულისხმობს. ქურციკის აღდგენა დღეისათვის საქართველოს გარემოს დამცველების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ივრის ზეგანზე ეკოსისტემების გაჯანსაღებაში ამ ცხოველს განსაკუთრებული როლი აქვს.