https://sputnik-georgia.com/20220915/rusetis-sagareo-uwyeba-ukrainis-mowodebebs-saqartvelosadmi-provokaciad-apasebs-270467908.html
რუსეთის საგარეო უწყება საქართველოსადმი უკრაინის მოწოდებას პროვოკაციად აფასებს
რუსეთის საგარეო უწყება საქართველოსადმი უკრაინის მოწოდებას პროვოკაციად აფასებს
Sputnik საქართველო
მეორე ფრონტის გახსნისკენ საქართველოს არაერთხელ მოუწოდეს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა. 15.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-15T20:00+0400
2022-09-15T20:00+0400
2023-07-20T15:46+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთი
საქართველო
პოლიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
საზოგადოება
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/05/262609730_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_afae9ace9109237ad7c2c6839d017b24.jpg
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. უკრაინის რადის დეპუტატის ფეოდორ ვენისლავსკის საქართველოსადმი მოწოდებას – გახსნას „მეორე ფრონტი“ და დაიბრუნოს დაკარგული ტერიტორიები, რუსეთი აფასებს როგორც პროვოკაციას, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე.უკრაინელმა დეპუტატმა ფეოდორ ვენისლავსკიმ ქართული ოპოზიციური ტელეარხი „TV პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ ახლა ქართველ ხალხს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აიძულოს საქართველოს ხელისუფლება, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები და გაათავისუფლოს თავისი ტერიტორიები – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. მისი თქმით, ახლა რუსეთი მთლიანად უკრაინაზეა კონცენტრირებული.მანამდე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მისი განცხადება „მეორე ფრონტის“ გახსნის თემაზე პლებისციტის შესაძლო ჩატარების თაობაზე იყო „სარკაზმი ცოტა იუმორით“, რადგანაც მოსახლეობა ცალსახად ომის წინააღმდეგია.მისი თქმით, თუ ომი აუცილებელია, მაშინ საჭიროა ბრძოლა, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში არის გარკვეული ფაქტორები – ერთი მხრივ, ესაა არსებული რესურსები და შესაძლო შედეგები და, მეორე მხრივ, ის, რომ აფხაზებთან და ოსებთან ძმათამკვლელი ომი დაუშვებელია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/05/262609730_501:240:2911:2048_1920x0_80_0_0_f94c9b61d7060d4bccf20b456a3d6f2d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, საქართველო, პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საზოგადოება, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, საქართველო, პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საზოგადოება, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთის საგარეო უწყება საქართველოსადმი უკრაინის მოწოდებას პროვოკაციად აფასებს
20:00 15.09.2022 (განახლებულია: 15:46 20.07.2023) მეორე ფრონტის გახსნისკენ საქართველოს არაერთხელ მოუწოდეს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. უკრაინის რადის დეპუტატის ფეოდორ ვენისლავსკის საქართველოსადმი მოწოდებას – გახსნას „მეორე ფრონტი“ და დაიბრუნოს დაკარგული ტერიტორიები, რუსეთი აფასებს როგორც პროვოკაციას, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე.
უკრაინელმა დეპუტატმა ფეოდორ ვენისლავსკიმ ქართული ოპოზიციური ტელეარხი „TV პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ ახლა ქართველ ხალხს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აიძულოს საქართველოს ხელისუფლება, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები და გაათავისუფლოს თავისი ტერიტორიები – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. მისი თქმით, ახლა რუსეთი მთლიანად უკრაინაზეა კონცენტრირებული.
„როგორც პროვოკაციას“, – განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე დასმულ კითხვაზე, თუ როგორ აფასებს რუსული მხარე უკრაინელი დეპუტატის მოწოდებებს.
მანამდე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მისი განცხადება „მეორე ფრონტის“ გახსნის თემაზე პლებისციტის შესაძლო ჩატარების თაობაზე იყო „სარკაზმი ცოტა იუმორით“, რადგანაც მოსახლეობა ცალსახად ომის წინააღმდეგია.
მისი თქმით, თუ ომი აუცილებელია, მაშინ საჭიროა ბრძოლა, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში არის გარკვეული ფაქტორები – ერთი მხრივ, ესაა არსებული რესურსები და შესაძლო შედეგები და, მეორე მხრივ, ის, რომ აფხაზებთან და ოსებთან ძმათამკვლელი ომი დაუშვებელია.