კარგი ამბავი მათთვის, ვინც უკვე 50 წლისაა, ანუ ახლა იწყება თავდავიწყება

© Pixabay / MabelAmberქალი და მამაკაცი ძაღლთან ერთად
ქალი და მამაკაცი ძაღლთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2022
გამოწერა
კარგი ამბავი მათთვის, ვინც უკვე 50 წლისაა: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაციით, ახლა სიბერე 75 წლიდან იწყება, ანუ იმაზე 25 წლით გვიან, ვიდრე ჩვენი მშობლების თაობაში იწყებოდა.
ჯანმომ სიბერე სამ ეტაპად დაყო:
60-75 წელი — ადრეული სიბერე;
75-90 — გვიანი სიბერე;
90 და მეტი წელი — დღეგრძელი სიბერე;
მოკლედ და გასაგებად რომ ვთქვათ, ახლა 50 წლიდან მხოლოდ სიმწიფის წლები იწყება. ეს კი ცხოვრების ის ახალი ეტაპია, რომელიც აქამდე არ არსებობდა.

რა ვიცით სიმწიფის წლების შესახებ?

ეს პერიოდი გრძელდება თითქმის 30 წელი — სულ ცოტა, 50-დან 75 წლამდე;
მოძველებული შეხედულებების საწინააღმდეგოდ, სწორი მიდგომით ამ ასაკში ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობები კი არ იკლებს, არამედ იგივე რჩება, როგორც ახალგაზრდობაში და, უფრო მეტიც, ზოგჯერ უკეთესიც კი ხდება;
ეს პოტენციურად სიცოცხლის ყველაზე კომფორტული პერიოდია, რომელიც ჯანმრთელობას, შესაძლებლობებსა და გამოცდილებას აერთიანებს. სტატისტიკის თანახმად, ადამიანები თავიანთი ცხოვრების ყველაზე ბედნიერ პერიოდად 65 წელს ასახელებენ;
უახლოეს ათწლეულებში 50-75 წლის ადამიანები დედამიწაზე ყველაზე დიდი ასაკობრივი ჯგუფი გახდება;
ჩვენ იშვიათად ვფიქრდებით იმაზე, რომ ჩვენი ცხოვრება წინა თაობის მიერ შედგენილი პროგრამის მიხედვით მიმდინარეობს — ზუსტად ისე, როგორც მათ მიერ დაწერილ ყველა წიგნში, ფილმსა და სახელმძღვანელოში ხდება. მაგრამ წინა თაობებს 50 წლის შემდეგ ცხოვრებაზე წარმოდგენა არ ჰქონდათ, იმიტომ რომ 50-ის შემდეგ ისინი არანაირ „ცხოვრებას“ აღარ ელოდნენ.
და ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო ცხოვრებისეული პროგრამა, რომელშიც არაფერია ნათქვამი 50 წლის შემდეგ აქტიური ცხოვრების შესახებ. არადა, სტატისტიკის თანახმად, ახლანდელი 50-55 წლის ადამიანებისთვის სიბერე მხოლოდ 80 წლიდან იწყება. რაც სასიხარულოა!
ამ თაობამ აქტიური ცხოვრების 25 წელი კი მიიღო დამატებით, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ამ საჩუქრის გამოყენება მათ არავინ ასწავლა. შედეგად, ბევრი არაცნობიერად ეთანხმება ნაადრევ დაბერებას, რითაც 25-30 წელს კარგავს. არადა, ეს წლები, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, მათთვის ცხოვრების საუკეთესო წლები შეიძლება ყოფილიყო.

გახსოვდეთ: 50-ის შემდეგ იწყება ცხოვრების შესანიშნავი ეტაპი, როცა გაქვთ: დრო, ჯანმრთელობა, შესაძლებლობები, თავისუფლება ვალდებულებებისგან, მდიდარი გამოცდილება და მთელი მეოთხედი საუკუნე სიბერემდე!

ნუ დაკარგავთ ამ დროს ტყუილად, თორემ ინანებთ!
თუ უკვე 50 წლის ხართ, იცოდეთ, რომ თქვენ წინაშე იშლება შეუზღუდავი შესაძლებლობები: ახალი ჰობი, ახალი სიხარული და შთაბეჭდილებები, ახალი კარიერა, ახალი სიყვარული, მოგზაურობები...
თანაც, ახალი შთაბეჭდილებები ბევრად აღმატებული იქნება, ვიდრე ახალგაზრდობაში განცდილი, როცა გამოუცდელი და ვალდებულებებით დამძიმებული იყავით.
მოკლედ, ცხოვრება მხოლოდ ახლა იწყება!!!
ყველა ახალი ამბავი
0