https://sputnik-georgia.com/20220915/moskovsi-qartuli-teatri-daarsdeba-270461108.html
მოსკოვში პირველად ქართული თეატრი დაარსდება
მოსკოვში პირველად ქართული თეატრი დაარსდება
Sputnik საქართველო
ამჟამად პროექტის დასაწყებად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, განაცხადეს მოსკოვში. 15.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-15T17:06+0400
2022-09-15T17:06+0400
2023-08-17T19:46+0400
ქართულ–რუსული ურთიერთობები
საზოგადოება
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24482/81/244828198_0:0:3134:1764_1920x0_80_0_0_182910776457dd35fceeb0a596a7e065.jpg
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. მოსკოვში, პირველად ისტორიაში, ქართული თეატრი იფუნქციონირებს. ამის შესახებ რუსეთში ფედერალური ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიის პრეზიდენტმა დავით ცეცხლაძემ განაცხადა.გადაწყვეტილება ქართული თეატრის შექმნის შესახებ რუსეთის ხალხთა სახლში 15 სექტემბერს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მიიღეს.„ამ დროისათვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს პროექტის დასაწყებად: განიხილება ტერიტორია, სარეპერტუარო პოლიტიკა და შემოქმედებითი დასის შემადგენლობა“, – ნათქვამია ავტონომიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.პროექტის რეალიზაციის კურატორებად დანიშნული არიან ვერა ყიფიანი და ლიუბოვ გრუზინოვა.ფედერალური ქართული ნაციონალურ-კულტურული ავტონომია, რომელიც 2016 წლის იანვრიდან ფუნქციონირებს, რუსეთში ფედერალურ დონეზე ერთადერთი ქართული დიასპორული გაერთიანებაა.მისი მიზანია რუსეთში მცხოვრები ქართველების ეროვნულ-კულტურული თვითმყოფადობის, ტრადიციების შენარჩუნება და ქართველთა გაერთიანება.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24482/81/244828198_312:0:3043:2048_1920x0_80_0_0_51ec8695a7de496c2a73de447dc4233c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქართულ–რუსული ურთიერთობები, საზოგადოება, კულტურა საქართველოში
ქართულ–რუსული ურთიერთობები, საზოგადოება, კულტურა საქართველოში
მოსკოვში პირველად ქართული თეატრი დაარსდება
17:06 15.09.2022 (განახლებულია: 19:46 17.08.2023) ამჟამად პროექტის დასაწყებად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, განაცხადეს მოსკოვში.
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. მოსკოვში, პირველად ისტორიაში, ქართული თეატრი იფუნქციონირებს. ამის შესახებ რუსეთში ფედერალური ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიის პრეზიდენტმა დავით ცეცხლაძემ განაცხადა.
გადაწყვეტილება ქართული თეატრის შექმნის შესახებ რუსეთის ხალხთა სახლში 15 სექტემბერს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მიიღეს.
„ამ დროისათვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს პროექტის დასაწყებად: განიხილება ტერიტორია, სარეპერტუარო პოლიტიკა და შემოქმედებითი დასის შემადგენლობა“, – ნათქვამია ავტონომიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
პროექტის რეალიზაციის კურატორებად დანიშნული არიან ვერა ყიფიანი და ლიუბოვ გრუზინოვა.
ფედერალური ქართული ნაციონალურ-კულტურული ავტონომია, რომელიც 2016 წლის იანვრიდან ფუნქციონირებს, რუსეთში ფედერალურ დონეზე ერთადერთი ქართული დიასპორული გაერთიანებაა.
მისი მიზანია რუსეთში მცხოვრები ქართველების ეროვნულ-კულტურული თვითმყოფადობის, ტრადიციების შენარჩუნება და ქართველთა გაერთიანება.