მოსკოვში ვაჟა აზარაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართება

© photo: Sputnik / Evgeny Filippovმოსკოვი
მოსკოვი - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2022
გამოწერა
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ცნობილი ქართველი კომპოზიტორის ვაჟა აზარაშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილი კონცერტი მოსკოვში 16 სექტემბერს გაიმართება, ნათქვამია რუსეთში ფედერალური ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კონცერტის პროგრამაში შესულია მაესტროს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებები: სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის №1, რახმანინოვისადმი მიძღვნილი ხუთი პრელუდია, ნოსტალგია, სკერცო, ნოქტიურნი, პოემა და მოგონება.
© photo: courtesy of Anzor Tamarashviliანზორ თამარაშვილი და ვაჟა აზარაშვილი
ანზორ თამარაშვილი და ვაჟა აზარაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2022
ანზორ თამარაშვილი და ვაჟა აზარაშვილი
ქართველი კომპოზიტორის მუსიკას შეასრულებენ შნიტკეს სახელობის მოსკოვის სახელმწიფო მუსიკის ინსტიტუტის პროფესორები ელენა როლბინა (ვიოლინო) და რუსტამ შაიჰუთდინოვი (ფორტეპიანო).
კონცერტი 19:00 საათზე დაიწყება, სცენა – ნ.ს. გოლოვანოვის სახელობის საბავშვო მუსიკალური სკოლის საკონცერტო დარბაზი. დასწრება თავისუფალია.
ყველა ახალი ამბავი
0