ამერიკული ვიზების პრობლემა: ლავროვი და ზახაროვა გენასამბლეაზე დასწრებას შეძლებენ

© Pixabay / cytisპასპორტი
პასპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2022
გამოწერა
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერს მარია ზახაროვას ამერიკული ვიზა მისცეს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად, იუწყება „რია ნოვოსტი“.
სააგენტოს ცნობით, ზახაროვას გარდა, ვიზა გაიცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვისა და ასევე მისი თანმხლები რამდენიმე პირის სახელზე. დელეგაციის სხვა წევრებს ვიზები აქამდე არ მიუღიათ.
გაეროს გენასამბლეის მაღალი დონის კვირეული 20-26 სექტემბერს ჩატარდება. რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს. მანამდე გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ ორგანიზაციის გენერალურ მდივანს აცნობა, რომ 1 სექტემბრის მდგომარეობით, რუსეთის დელეგაციის არცერთ წევრს არ ჰქონდა მიღებული ვიზა, და სთხოვა მას, მიეთითებინა ვაშინგტონისთვის დოკუმენტების გაცემის აუცილებლობის შესახებ.
როგორც რუსული მხარე აცხადებს, გაეროსა და ვაშინგტონს შორის არსებული შეთანხმების მიხედვით, ამერიკას, როგორც მიმღებ მხარეს, არ აქვს უფლება, პრობლემები შეუქმნას ორგანიზაციის წევრი ქვეყნების წარმომადგენლების შესვლას ქვეყანაში.
ყველა ახალი ამბავი
0