https://sputnik-georgia.com/20220915/kobaxize-saqartvelo-ukrainis-problemebze-270455313.html
კობახიძემ საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობებში პრობლემის წყარო დაასახელა
კობახიძემ საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობებში პრობლემის წყარო დაასახელა
Sputnik საქართველო
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გარკვეული პრობლემებია ორი ქვეყნის ხელისუფლებებს შორის და არა ქვეყნებს შორის. 15.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-15T13:54+0400
2022-09-15T13:54+0400
2022-09-15T20:35+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0b/250319447_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_0aa35621e6a16816951566b3b5aff6d0.jpg
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. საქართველო უკრაინის დასახმარებლად შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებს, თუმცა კიევი მეორე ფრონტის გახსნის მოწოდებით უფრო დიდ დახმარებას ელოდება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ არაერთხელ მოუწოდეს უკრაინის წარმომადგენლებმა, მათ შორის, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა.უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა სააგენტომ მანამდე სანქციების 15-კაციან სიაში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახის წევრები და ახლო გარემოცვა შეიყვანა. მიზეზი, რის გამოც უკრაინის ხელისუფლება სანქციების დაწესებას მოითხოვს, რუსეთის მხარდაჭერაა.„ჩვენი პასუხი არის პლატონური მეგობრობა, რომელიც გვაკავშირებს უკრაინის ხელისუფლებასთან. იქიდან არის ნული გათვალისწინება ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების, აქედან ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, მათ შორის იმ პრობლემების გათვალისწინებით, რაც შეიძლება დაუდგეს ქვეყანას. ჩვენი ამოცანაა მშვიდობის შენარჩუნება“, – აღნიშნა კობახიძემ.ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ გარკვეული პრობლემებია ორი ქვეყნის ხელისუფლებებს შორის და არა თვითონ ქვეყნებს შორის.უკრაინაში მაღალი თანამდებობები უკავიათ საქართველოს ხელისუფლების ყოფილ წარმომადგენლებს მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს.მაგალითად, გიორგი ლორთქიფანიძე უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილეა, ზურაბ ადეიშვილი – უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველი, ხოლო მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოში სასჯელს იხდის, დღემდე რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს ხელმძღვანელობს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0b/250319447_164:140:1116:854_1920x0_80_0_0_9e6b5d1054dd3f123564ffa69323cbde.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, უკრაინა
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, უკრაინა
კობახიძემ საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობებში პრობლემის წყარო დაასახელა
13:54 15.09.2022 (განახლებულია: 20:35 15.09.2022) მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გარკვეული პრობლემებია ორი ქვეყნის ხელისუფლებებს შორის და არა ქვეყნებს შორის.
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. საქართველო უკრაინის დასახმარებლად შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებს, თუმცა კიევი მეორე ფრონტის გახსნის მოწოდებით უფრო დიდ დახმარებას ელოდება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ არაერთხელ მოუწოდეს უკრაინის წარმომადგენლებმა, მათ შორის, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა.
„ხედავთ, რომ ისინი მეტს ელოდნენ და ეს მეტი არის მეორე ფრონტი და ამაზე პირდაპირ საუბრობენ... და ეს დღემდე გრძელდება. მერე შანტაჟი სანქციებით, ერთი ხელით გეუბნებიან, „შენ უნდა გახსნა მეორე ფრონტი“ და მეორე ხელით იგივე ადამიანები გემუქრებიან სანქციებით, ბიძინა ივანიშვილს ემუქრებიან და ხელისუფლების წარმომადგენლებს“, – განაცხადა კობახიძემ.
უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა სააგენტომ მანამდე სანქციების 15-კაციან სიაში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახის წევრები და ახლო გარემოცვა შეიყვანა. მიზეზი, რის გამოც უკრაინის ხელისუფლება სანქციების დაწესებას მოითხოვს, რუსეთის მხარდაჭერაა.
„ჩვენი პასუხი არის პლატონური მეგობრობა, რომელიც გვაკავშირებს უკრაინის ხელისუფლებასთან. იქიდან არის ნული გათვალისწინება ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების, აქედან ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, მათ შორის იმ პრობლემების გათვალისწინებით, რაც შეიძლება დაუდგეს ქვეყანას. ჩვენი ამოცანაა მშვიდობის შენარჩუნება“, –
აღნიშნა კობახიძემ.
ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ გარკვეული პრობლემებია ორი ქვეყნის ხელისუფლებებს შორის და არა თვითონ ქვეყნებს შორის.
„ხელისუფლებებს შორის პრობლემა ჩვენგან არ გაჩენილა, პრობლემა გაჩნდა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, უკრაინაში წინა ხელისუფლების პირობებში, როდესაც უმაღლეს თანამდებობებზე დაინიშნენ ის ადამიანები, რომლებიც ოფიციალურად იყვნენ ძებნილები... ანუ ისინი ჩვენი ხელისუფლების და სახელმწიფოს ინტერესებს არ ითვალისწინებდნენ", – განაცხადა კობახიძემ.
უკრაინაში მაღალი თანამდებობები უკავიათ საქართველოს ხელისუფლების ყოფილ წარმომადგენლებს მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს.
მაგალითად, გიორგი ლორთქიფანიძე უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილეა, ზურაბ ადეიშვილი – უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველი, ხოლო მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოში სასჯელს იხდის, დღემდე რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს ხელმძღვანელობს.