თითოეულმა ათასი: კადიროვმა რუსეთის რეგიონებს თვითმობილიზაციისკენ მოუწოდა

© photo: Sputnik / Said Tsarnayev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2022
გამოწერა
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის რეგიონების ხელმძღვანელებმა ადგილებზე მობილიზაცია უნდა გამოაცხადონ და სახელმწიფოს მინიმუმ ათას-ათასი მოხალისე დაახმარონ უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციაში, განაცხადა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა.

„რუსეთი ფედერალური სახელმწიფოა, სადაც რეგიონები შეიძლება იყვნენ ნებისმიერი წამოწყების ინიციატორები. დღეს ერთ-ერთი ასეთი წამოწყება უნდა იყოს თვითმობილიზაცია. საჭირო არ არის ელოდონ, როდის გამოაცხადებს კრემლი საომარ მდგომარეობას, ან როდის დამთავრდება უკრაინაში სამხედრო ოპერაცია <...> დახმარება უნდა გამოიხატოს არა სიტყვიერი გამოსვლებით ან ბანალური ავტოგარბენებით, არამედ კონკრეტული ქმედებებით, რომლებიც მებრძოლებს დაეხმარება“, — განმარტა მან.

როგორც კადიროვმა აღნიშნა, რეგიონების ხელმძღვანელებს აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ „მინიმუმ ათასი მოხალისე“ მოამზადონ და აღჭურვონ. მისი აზრით, ეს ის მინიმუმია, რისი მიწოდებაც სუბიექტებს შეუძლიათ, თუმცა ქვეყნის მასშტაბით ეს შთამბეჭდავი სამხედრო კონტინგენტი — 85.000 კაცია.
ყველა ახალი ამბავი
0