ქრთამის აღების ფაქტზე ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2022
გამოწერა
დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ქრთამის აღების ფაქტზე ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს.
გამოძიების მიხედვით, სააგენტოს ერთ-ერთი სატყეო უბნის თანამშრომელმა პირადი უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით მისი სამოქმედო ტერიტორიიდან კაკლის ხეების უნებართვოდ მოპოვებისა და მათი გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამი მოსთხოვა.
აღნიშნული პირი მაშინ დააკავეს, როდესაც მან მოთხოვნილი თანხა – 1 ათასი ლარი აიღო.
გამოძიება სსკ-ის 338-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0