https://sputnik-georgia.com/20220914/ufaso-auzi-da-fitnesdarbazi-pensionerebis-registracia-iwyeba-270420563.html
აუზი და ფიტნეს-მომსახურება პენსიონერებისთვის: რეგისტრაცია იწყება
აუზი და ფიტნეს-მომსახურება პენსიონერებისთვის: რეგისტრაცია იწყება
Sputnik საქართველო
პროგრამა პირველ ეტაპზე, 2023 წლის იანვრამდე საპილოტო იქნება. 14.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-14T16:39+0400
2022-09-14T16:39+0400
2022-09-14T21:58+0400
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/02/249121981_0:159:3079:1890_1920x0_80_0_0_487ee064ab866e080064717f5e9ac916.jpg
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. საცურაო აუზებისა და ფიტნეს-დარბაზების მომსახურების უფასოდ მისაღებად 60 წელს ზემოთ პირთა რეგისტრაცია 19 სექტემბრიდან დაიწყება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.დამტკიცებული პროგრამის თანახმად, აღნიშნულ ობიექტებში პენსიონერების უფასო მომსახურება მოიცავს თვეში არაუმეტეს 9 ვიზიტს.პროგრამის „სპორტი უფროსი თაობისთვის“ ფარგლებში გახსნილია ორი მუნიციპალური სპორტული კომპლექსი – „ნაძალადევის სპორტული კომპლექსის ცენტრი“ და „გლდანის სპორტული კომპლექსი“.დედაქალაქის მერის თქმით, პროგრამაში ეტაპობრივად ჩაერთვება ყველა მუნიციპალური სპორტული ობიექტი, აგრეთვე კერძო ობიექტები.მისი თქმით, პროგრამა პირველ ეტაპზე, 2023 წლის იანვრამდე საპილოტო იქნება და თუ საჭირო გახდება, მასში ცვლილებები შევა.ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია სულ 300 აბონემენტი. აბონემენტის მისაღებად საჭიროა ცენტრში პირადობის მოწმობის, თბილისში რეგისტრაციის ცნობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენა. თუ მსურველი მეტი აღმოჩნდება, მათ რიგში ჩასვამენ.საქართველოში ქალები პენსიაზე 60 წლის ასაკიდან გადიან, მამაკაცები – 65 წლიდან. 1 მარტის მონაცემებით, თბილისში 233,6 ათასი პენსიონერია.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/02/249121981_173:0:2904:2048_1920x0_80_0_0_367f552bcdac75d243f6e472db1432eb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
აუზი და ფიტნეს-მომსახურება პენსიონერებისთვის: რეგისტრაცია იწყება
16:39 14.09.2022 (განახლებულია: 21:58 14.09.2022) პროგრამა პირველ ეტაპზე, 2023 წლის იანვრამდე საპილოტო იქნება.
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. საცურაო აუზებისა და ფიტნეს-დარბაზების მომსახურების უფასოდ მისაღებად 60 წელს ზემოთ პირთა რეგისტრაცია 19 სექტემბრიდან დაიწყება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
დამტკიცებული პროგრამის თანახმად, აღნიშნულ ობიექტებში პენსიონერების უფასო მომსახურება მოიცავს თვეში არაუმეტეს 9 ვიზიტს.
პროგრამის „სპორტი უფროსი თაობისთვის“ ფარგლებში გახსნილია ორი მუნიციპალური სპორტული კომპლექსი – „ნაძალადევის სპორტული კომპლექსის ცენტრი“ და „გლდანის სპორტული კომპლექსი“.
დედაქალაქის მერის თქმით, პროგრამაში ეტაპობრივად ჩაერთვება ყველა მუნიციპალური სპორტული ობიექტი, აგრეთვე კერძო ობიექტები.
„რეგისტრაცია დაიწყება 19 სექტემბრიდან, ხოლო სერვისით სარგებლობას დარეგისტრირებული მოქალაქეები უკვე 3 ოქტომბრიდან შეძლებენ. პროგრამის ფარგლებში მომსახურების მიღება შესაძლებელია 11:00-დან 14:00 საათამდე პერიოდში“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
მისი თქმით, პროგრამა პირველ ეტაპზე, 2023 წლის იანვრამდე საპილოტო იქნება და თუ საჭირო გახდება, მასში ცვლილებები შევა.
ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია სულ 300 აბონემენტი. აბონემენტის მისაღებად საჭიროა ცენტრში პირადობის მოწმობის, თბილისში რეგისტრაციის ცნობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენა. თუ მსურველი მეტი აღმოჩნდება, მათ რიგში ჩასვამენ.
საქართველოში ქალები პენსიაზე 60 წლის ასაკიდან გადიან, მამაკაცები – 65 წლიდან. 1 მარტის მონაცემებით, თბილისში 233,6 ათასი პენსიონერია.