თბილისის სცენოგრაფიის ბიენალეზე განაცხადების მიღება დაიწყო

© National Library of Georgiaპარლამენტის ბიბლიოთეკა
პარლამენტის ბიბლიოთეკა - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2022
გამოწერა
ბიენალეში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის შეტანა შეუძლიათ მხატვრებს, არქიტექტორებს, არტ-მენეჯერებს, ურბანისტებს. ღონისძიებაში მონაწილეობა უფასოა.
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. თბილისის სცენოგრაფიის IV საერთაშორისო ბიენალეზე სცენოგრაფებისა და მხატვრების განაცხადების მიღება დაიწყო, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებაში.
წლევანდელი ბიენალეს თემა, რომელიც თბილისში 10-12 ოქტომბერს გაიმართება, არის „პანდემია, ომი, თეატრი“. ღონისძიების სამუშაო ენა ინგლისურია. სიმპოზიუმის მოედანი – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა (საჯარო ბიბლიოთეკა).

ბიენალეს მიზანია მხატვრებისა და სცენოგრაფებისთვის ვიზუალური თეატრალური ხელოვნების სფეროში თანამედროვე ტრენდების შესახებ ინფორმაციის გაცვლისთვის შესაძლებლობების შექმნა, საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების განმტკიცება და თანამშრომლობა.

ფორუმი ასევე მიმართულია ახალგაზრდა სცენოგრაფების პროფესიული განვითარების მხარდაჭერისკენ და ახალი მეთოდოლოგიების პრაქტიკაში დანერგვისკენ.
ბიენალეში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის შეტანა შეუძლიათ მხატვრებს, არქიტექტორებს, არტ-მენეჯერებს, ურბანისტებს. ღონისძიებაში მონაწილეობა უფასოა.
წელს საქართველოს და სხვა ქვეყნების მხატვრები და სცენოგრაფები ფორუმებზე იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ისტორიული თეატრების რეკონსტრუქცია და რენოვაცია; ხარისხი და ურბანისტული თავსებადობა, ან მისი არქონა ახალ თეატრალურ შენობებში; ძველი და ახალი არქიტექტურული ფორმების ურთიერთგავლენა; ასევე თეატრი პანდემიის დროს.
რაც შეეხება საავტორო უფლებებს, პროექტის მონაწილეებს შეუნარჩუნდებათ ყველა უფლება საკუთარ იდეებზე, აღნიშნავენ ორგანიზატორები.
„ბიენალე იტოვებს უფლებას, გამოიყენოს მონაწილეების მიერ წარმოდგენილი მასალების ბეჭდური და ციფრული ვერსიები ავტორის მითითებით“, – ნათქვამია განცხადებაში.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0