შეუმჩნეველი ქალები: რატომ ვერ იქცევს ზოგი ქალი მამაკაცის ყურადღებას?

CC BY 2.0 / Flickr / Ashley Webb / You're a ghostასეთი კაცისთვის თქვენ არასდროს იქნებით ერთადერთი
ასეთი კაცისთვის თქვენ არასდროს იქნებით ერთადერთი  - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2022
გამოწერა
„რა მჭირს?“ − ეს კითხვა, ალბათ, ბევრ ქალს დაუსვამს საკუთარი თავისთვის, როცა პირადი ცხოვრება არ ეწყობა, ან კონკრეტული მამაკაცის კეთილგანწყობას ვერ აღწევს.
სამწუხაროდ, არსებობენ ქალები, რომლებმაც, რაც უნდა აკეთონ და ეცადონ, მაინც უჩინარებივით არიან − მამაკაცები მათ უბრალოდ ვერ ამჩნევენ. უფრო მეტიც, რომანტიკული ურთიერთობა რომც აეწყოს, მაინც ძალიან სწრაფად დამთავრდება − ერთი შეხედვით, ყოველგვარი ობიექტური მიზეზის გარეშე.
გამუდმებით შეუმჩნეველი და „გაუფასურებული“ ქალი კი დროთა განმავლობაში რწმუნდება, რომ ან გარეგნობაში ვერ აქვს რაღაც წესრიგში, ან ჩაცმის სტილი არ უვარგა, ან ვარცხნილობა არ აქვს შესაფერისი, ან ცოდნით ვეღარ „ქაჩავს“... და ა.შ. დაუსრულებლად.
როგორც პრაქტიკოსი ფსიქოლოგები ამბობენ, მათ ისეთი პაციენტებიც ჰყოლიათ, რომლებიც ვერანაირად ვერ იპყრობენ თუნდაც მექალთანე მამაკაცების ყურადღებას, მიუხედავად იმისა, რომ გარშემო მყოფ სხვა ქალებს ისინი ხასიათითაც სჯობიან, მატერიალური მდგომარეობითაც, პროფესიითაც და განათლებითაც.
საინტერესოა, რატომ ხდება ისე, რომ ზოგ ქალს არაფერი გამოსდის, როცა მათ ყველაფერი აქვთ საიმისოდ, რომ მამაკაცები ფარვანებივით დასტრიალებდნენ თავს?
ფსიქოლოგების თქმით, მსგავსი სიტუაციების ანალიზმა აჩვენა, რომ ყველა ამ წარუმატებლობის უკან შიში იდგა. მათ დაასახელეს შიშის რამდენიმე სახეობა, რომლებიც ქალებს „უჩინრებად“ აქცევს. ესენია:
წყენინების შიში;
შეცდომის დაშვების შიში;
წარუმატებლობის, ჩავარდნის შიში;
დასჯის შიში;
გაუფასურების შიში;
ახლო ურთიერთობების გაუცნობიერებელი შიში − რასაც საფუძვლად შესაძლოა სხვა ტიპის შიში ედოს, მაგალითად, ცვლილებებისადმი შიში, რაც ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობების დაწყებას მოჰყვება;
დათრგუნვის შიში − ზოგ ქალს მიაჩნია, რომ თუ მამაკაცს ზედმეტად ახლოს მიუშვებს, შეიძლება მან მისი პიროვნება დათრგუნოს;
დაკარგვის შიში;
მიტოვების ან გადაყვარების შიში.
როგორც სპეციალტები განმარტავენ, ყველა ამ შიშს თავისი წყარო და მიზეზი აქვს. აუცილებელი არ არის, რომ ისინი მაინცდამაინც პირადი ნეგატიური გამოცდილების გამო გაჩნდეს. ზოგი მათგანი ჯერ კიდევ ბავშვობაში ყალიბდება − ხშირად ყველაზე ახლობელი და მოსიყვარულე ადამიანებისგან. ამ ფობიებს კი კარგად „კითხულობენ“ ირგვლივ მყოფები, თანაც აბსოლუტურად გაუცნობიერებლად.
ამ ყველაფერში ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მომენტი ის არის, რომ:

ორგანიზმი შიშისგან თავდასაცავად (გამომდინარე იქიდან, რომ გამუდმებული შიში ძალიან მტანჯველია) გარკვეულ მექანიზმს გამოიმუშავებს − ადამიანი ხდება დაბოღმილი და ბრაზიანი. გაუცნობიერებელი შიშები და ბოღმა კი ადამიანის გარშემო ერთგვარ „გუმბათს“ აყალიბებს, რომელიც თითქოს აფრთხილებს მამაკაცებს: „არ მომეკარო!“

ხოლო რადგან მამაკაცების უმეტესობას „ეზარება“ ურთიერთობებში სირთულეების მიზეზების გამორკვევა და მათი გადალახვა, მათთვის ბევრად მარტივია უბრალოდ არ შეამჩნიონ ასეთი ქალი.
სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ ზოგი ქალი, მიუხედავად მისი ღირსებებისა, მამაკაცების ყურადღების მიღმა რჩება.
ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0