საქართველოს საგარეო ვაჭრობა: ექსპორტი კვლავ გაიზარდა

© photo: Sputnik / Stringerბათუმის პორტი
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2022
გამოწერა
საქართველომ იანვარი–აგვისტოში ექსპორტზე 3,6 მლრდ დოლარის პროდუქცია გაიტანა.
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო ბრუნვა 2022 წლის იანვარი–აგვისტოში 36,6%-ით გაიზარდა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით და 11,9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში იმპორტირებული იყო 8,4 მლრდ დოლარის პროდუქცია, რაც 2021 წლის იანვარი–აგვისტოს მაჩვენებელზე 36,5%-ით მეტია.
საქართველოს საგარეო ბრუნვა, 2022 წლის იანვარი–აგვისტო

მაჩვენებელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა %

ექსპორტი

3.571,3

36,9

იმპორტი

8.364,7

36,5

სულ

11.936,1

36,6

აღნიშნულ პერიოდში ექსპორტმა შეადგინა 3,6 მლრდ დოლარი. ეს გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 37%-ით მეტია და დაახლოებით 46,9%-ით მეტი პანდემიამდელ – 2019 წლის მაჩვენებელზე, ნათქვამია განცხადებაში.
2022 წლის პირველ რვა თვეში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4,8 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 36,2%-ით მეტია.
საქართველოს საგარეო ბრუნვა 2021 წელს 25,6%-ით გაიზარდა 2020 წელთან შედარებით და 14,3 მლრდ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად). გასულ წელს სულ ექსპორტზე გაიტანეს 4,2 მლრდ დოლარის ქართული პროდუქცია, რაც 2020 წლის მონაცემზე 26,9%-ით მეტია.
ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0