რამდენი დევნილი ოჯახი ელოდება ბინას საქართველოში: ჯანდაცვის სამინისტრო

© photo: Sputnikშენობა, რომელიც დევნილებმა დაიკავეს
შენობა, რომელიც დევნილებმა დაიკავეს - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2022
გამოწერა
2022 წლის 8 თვეში საქართველოში ბინა 2,7 ათასმა დევნილმა ოჯახმა მიიღო.
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ამ ეტაპზე ბინას 44 ათასი დევნილი ოჯახი ელოდება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა პარლამენტში გამოსვლისას.
იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემა საქართველოში 90-იანი წლებიდან დაიწყო. ამ პრობლემის გადასაჭრელად რამდენიმე პროგრამა მოქმედებს, მათ შორის, ახალი სახლების მშენებლობა, ბინების ყიდვა და სოფლებში საკარმიდამოს გადაცემა.

„დღეისათვის საქართველოში რეგისტრირებულია 290 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი, ესაა იძულებით გადაადგილებულთა 92 ათასი ოჯახი. მათგან საცხოვრებელი მიიღო 47 ათასმა ოჯახმა, კიდევ 44 ათასი საცხოვრებელს ელოდება“, – აღნიშნა ღუდუშაურმა.

მისი სიტყვებით, 2022 წლის 8 თვეში საცხოვრებელი მიიღო იძულებით გადაადგილებულთა 2,7 ათასმა ოჯახმა, რომელთაგან 1,8 ათასმა – პროგრამა „სოფლად სახლის“ ფარგლებში, 438 ოჯახმა კი საცხოვრებელი ფართი დაიკანონა. დანარჩენებმა ბინები მიიღეს ახალაშენებულ სახლებში.
ბინის ან სახლის მისაღებად იძულებით გადაადგილებულმა პირებმა უნდა შეავსონ სპეციალური განაცხადი, რის შემდეგაც სააგენტო მიანიჭებს მათ ქულებს 0-დან 10-მდე, მატერიალური მდგომარეობისა და ახალი საცხოვრებელი ფართის საჭიროების მიხედვით. შემდეგ კომისია ადგილზე პირადად შეისწავლის თითოეული იძულებით გადაადგილებული პირის საკითხს.
ახალაშენებული ბინები, რომლებსაც სახელმწიფო ყიდულობს და იძულებით გადაადგილებულ პირებს გადასცემს, მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ერთადერთი პროგრამა არაა.
სახელმწიფო ასევე აშენებს მრავალსართულიანი კორპუსების კვარტლებს რეგიონებში, გამოყოფს დევნილთათვის თანხებს სოფლად სახლების შესაძენად, გადასცემს იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საკუთრებაში იმ მუნიციპალურ ფართს, სადაც ისინი იმ მომენტისთვის ცხოვრობენ, ასევე საცხოვრებლის ქირის საფასურს უხდის.
ყველა ახალი ამბავი
0