„ქართულმა ოცნებამ“ დაასახელა კანდიდატები პარლამენტში თავისუფალ თანამდებობებზე

© Parliament of Georgiaმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2022
გამოწერა
საკანონმდებლო ორგანო კანდიდატებს მომავალ სასესიო კვირაში უყრის კენჭს.
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დაასახელა კანდიდატები სამი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობებზე.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, დღეს იწურება ვადა, როდესაც „ქართული ოცნების“ ფრაქციამ უნდა წარადგინოს კანდიდატები თავისუფალ თანამდებობებზე.
მმართველ პარტიაში გადაწყვიტეს, რომ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე წარადგენენ კახა კახიშვილის კანდიდატურას. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე – ირაკლი მეძმარიაშვილის, ხოლო სოციალურ საკითხთა და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე – ზაზა ლომინაძის კანდიდატურას.

„სამივეს წარმატებას ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტი მიიღებს მათი არჩევის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მდინარაძემ ბრიფინგზე.

საკანონმდებლო ორგანოში კანდიდატების დასამტკიცებლად კენჭისყრა მომავალ სასესიო კვირაში ჩატარდება.
ყველა ახალი ამბავი
0