„პიცა კვარაცხელია 77" - ედინბურგში ქართველი ფეხბურთელის სახელობის პიცას ამზადებენ

© SSC Napoliხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2022
გამოწერა
ედინბურგში არსებული „პიცერია 1926" მენიუში ხშირად ამატებს იტალიის ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელების სახელობის პიცებს.
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგის ერთ-ერთი პიცერიის მენიუში იტალიური „ნაპოლის" ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას სახელობის პიცა გამოჩნდა სახელწოდებით „პიცა კვარაცხელია 77".
„პიცერია 1926" თავის მენიუში ხშირად ამატებს ცნობილი ფეხბურთელების სახელობის პიცებს, ძირითადად მათი, ვინც იტალიის ჩემპიონატში თამაშობს.
კვარაცხელიას სახელობის პიცა შედგება სპეციფიკური ინგრედიენტებისგან: მოცარელა, ასპარაგუსი, მშრალი ღორის ხორცი „გუანჩალე" და რეჰანი.
ქართველი ფეხბურთელის მიმართ ინტერესი მისი ბოლოდროინდელი კარგი შედეგების გამო გაჩნდა. იტალიის ფეხბურთის ასოციაციამ კვარაცხელია სერია A-ს აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელადაც კი დაასახელა.
ქართველი ფეხბურთელი ნეაპოლში ივლისის დასაწყისში გაემგზავრა, სადაც ერთ-ერთ უძლიერეს იტალიურ გუნდს შეუერთდა. კვარაცხელიას პირველი ვარჯიში „ნაპოლის" შემადგენლობაში 5 ივლისს შედგა.
ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0