https://sputnik-georgia.com/20220914/ilia-meore-iset-situaciasi-vart-aravin-icis-xval-ra-moxdeba-270434149.html
ილია II: ისეთ სიტუაციაში ვართ, არავინ იცის, ხვალ რა მოხდება
ილია II: ისეთ სიტუაციაში ვართ, არავინ იცის, ხვალ რა მოხდება
Sputnik საქართველო
ერთადერთი, რაც შიშის დაძლევაში ეხმარება ადამიანს, არის უფლის რწმენა, განაცხადა პატრიარქმა. 14.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-14T20:20+0400
2022-09-14T20:20+0400
2022-09-14T22:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
რელიგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/10/251490129_0:104:1512:956_1920x0_80_0_0_939ce543edc0b5a9302b9a2f71b26305.jpg
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. ჩვენ აღმოვჩნდით სიტუაციაში, სადაც არავინ იცის, რა იქნება ხვალ, და ჩვენ უნდა დავეხმაროთ ადამიანებს, გაუმკლავდნენ შიშსა და ფობიებს, ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ყაზახეთში მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერთა VII სხდომის გახსნაზე.ამასთან მან აღნიშნა, რომ ერთადერთი, რაც შიშის დაძლევაში ეხმარება ადამიანს, არის უფლის რწმენა.„ჭეშმარიტი ღვთის რწმენა და მისი გზით სვლა ათავისუფლებს პიროვნებას, საზოგადოებას ყოველგვარი ფობიისგან და აღავსებს მათ გულებს მშვიდობით, გამბედაობით, ვაჟკაცობით, სიყვარულით, ერთგულებითა და სხვებისთვის ცხოვრების სურვილით. ეს სულის ისეთი მდგომარეობაა, როდესაც შიშს აღარ ძალუძს დაგვძლიოს და დაარღვიოს ჩვენი შინაგანი სამყარო, ჩვენი სულიერი სიმშვიდე“, – ბრძანა ილია მეორემ.მისი თქმით, ადამიანთა ცხოვრებაში რელიგიის როლის შემცირება და განდგომილება იქცა მსოფლიო ცხოვრების მთავარ ტენდენციად, რაც განსაკუთრებით საშიშია მომავალი თაობებისთვის.„სეკულარიზაციის მომხრეებმა წინ წამოწიეს მორალისგან დაცლილი, ცრუ თავისუფლების იდეა და წამოაყენეს პრინციპი ყოველივეს დაშვებულობისა: რაც მსურს – ბუნებრივია, შესაძლებელი და მისაღები. ასეთი დამოკიდებულება განსაკუთრებულ საშიშროებას უქმნის მომავალ თაობას, უყალიბებს რა მათ ცრუ ორიენტირებს, ფსევდოღირებულებებსა და ლოიალურ დამოკიდებულებას უმძიმესი ცოდვებისადმი“, – ბრძანა ილია მეორემ.თავის მიმართვაში კათოლიკოს-პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ სხდომის მუშაობა ხელს შეუწყობს რელიგიათშორის დიალოგსა და მშვიდობას, რელიგიისა და კულტურის ურთიერთპატივისცემით თანაარსებობას და შექმნის პირობებს საერთო ძალისხმევით სულიერი ღირებულებების დაცვისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/10/251490129_239:106:1441:1008_1920x0_80_0_0_6d47ee1aa46dee58fa52a953ca767b04.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, რელიგია
ახალი ამბები, საქართველო, რელიგია
ილია II: ისეთ სიტუაციაში ვართ, არავინ იცის, ხვალ რა მოხდება
20:20 14.09.2022 (განახლებულია: 22:54 14.09.2022) ერთადერთი, რაც შიშის დაძლევაში ეხმარება ადამიანს, არის უფლის რწმენა, განაცხადა პატრიარქმა.
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. ჩვენ აღმოვჩნდით სიტუაციაში, სადაც არავინ იცის, რა იქნება ხვალ, და ჩვენ უნდა დავეხმაროთ ადამიანებს, გაუმკლავდნენ შიშსა და ფობიებს, ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ყაზახეთში მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერთა VII სხდომის გახსნაზე.
„განცდაა იმისა, რომ აღმოვჩნდით სიტუაციაში, სადაც არავინ იცის, რა იქნება ხვალ. პოსტპანდემიური სიძნელეების დაძლევა, ომში დაზარალებულთა შესაძლებლობისამებრ დახმარება და ლოცვა მშვიდობისათვის – ჩვენი მოვალეობაა. ამასთან, სასულიერო პირები შეძლებისდაგვარად უნდა დაეხმარონ ადამიანებს სხვადასხვა განსაცდელისადმი შიშის დაძლევაში“, – ბრძანა ილია მეორემ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ ერთადერთი, რაც შიშის დაძლევაში ეხმარება ადამიანს, არის უფლის რწმენა.
„ჭეშმარიტი ღვთის რწმენა და მისი გზით სვლა ათავისუფლებს პიროვნებას, საზოგადოებას ყოველგვარი ფობიისგან და აღავსებს მათ გულებს მშვიდობით, გამბედაობით, ვაჟკაცობით, სიყვარულით, ერთგულებითა და სხვებისთვის ცხოვრების სურვილით. ეს სულის ისეთი მდგომარეობაა, როდესაც შიშს აღარ ძალუძს დაგვძლიოს და დაარღვიოს ჩვენი შინაგანი სამყარო, ჩვენი სულიერი სიმშვიდე“, – ბრძანა ილია მეორემ.
მისი თქმით, ადამიანთა ცხოვრებაში რელიგიის როლის შემცირება და განდგომილება იქცა მსოფლიო ცხოვრების მთავარ ტენდენციად, რაც განსაკუთრებით საშიშია მომავალი თაობებისთვის.
„სეკულარიზაციის მომხრეებმა წინ წამოწიეს მორალისგან დაცლილი, ცრუ თავისუფლების იდეა და წამოაყენეს პრინციპი ყოველივეს დაშვებულობისა: რაც მსურს – ბუნებრივია, შესაძლებელი და მისაღები. ასეთი დამოკიდებულება განსაკუთრებულ საშიშროებას უქმნის მომავალ თაობას, უყალიბებს რა მათ ცრუ ორიენტირებს, ფსევდოღირებულებებსა და ლოიალურ დამოკიდებულებას უმძიმესი ცოდვებისადმი“, – ბრძანა ილია მეორემ.
თავის მიმართვაში კათოლიკოს-პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ სხდომის მუშაობა ხელს შეუწყობს რელიგიათშორის დიალოგსა და მშვიდობას, რელიგიისა და კულტურის ურთიერთპატივისცემით თანაარსებობას და შექმნის პირობებს საერთო ძალისხმევით სულიერი ღირებულებების დაცვისთვის.