მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევროკომისიის ხელმძღვანელმა პუტინი ენერგეტიკული ომის გაღვივებაში დაადანაშაულა

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2022
გამოწერა
თბილისი, 14 სექტემბერი − Sputnik. ევროკავშირის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ დარჩება, ახლა მათი შერბილების დრო არ არის, განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
ამასთან ევროკომისარმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ევროპის წინააღმდეგ ენერგეტიკული და ეკონომიკური ომის გაღვივებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ უკრაინაში მიემგზავრება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის.

„სანქციები დარჩება. ახლა სიმტკიცის დროა და არა დათმობებისა“, − განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისარი დარწმუნებულია, რომ დასავლური სანქციები რუსეთის ეკონომიკას დაანგრევს.
დასავლეთმა რუსეთზე სანქციებით ზეწოლა უკრაინის გამო გააძლიერა. მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტო სანქციები ვერანაირ ზიანს ვერ აყენებს ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას, და რომ სანქციებმა, პირიქით, ევროპა შეიყვანა ჩიხში, სადაც ელექტროენერგიაზე, საწვავზე და კვების პროდუქტებზე ფასები დღითი დღე იზრდება.
ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0