https://sputnik-georgia.com/20220914/faruli-mosmenebis-shesaxeb-kanonproeqti-xelmowerilia-270414648.html
ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტი ხელმოწერილია: პარლამენტის სპიკერის განმარტება
ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტი ხელმოწერილია: პარლამენტის სპიკერის განმარტება
Sputnik საქართველო
პარლამენტმა ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო 6 სექტემბერს დაძლია. 14.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-14T13:37+0400
2022-09-14T13:37+0400
2022-09-14T18:58+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270147674_341:198:1210:687_1920x0_80_0_0_263361a1f4c231b372f348f8e631a502.jpg
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა ფარული საგამოძიებო ღონისძიებების შესახებ კანონპროექტს.სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მოსმენებთან დაკავშირებით შესული ცვლილებები ითვალისწინებს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მაქსიმალურად დასაშვები ვადის სამიდან ცხრა თვემდე გაგრძელებას და თვალთვალის შესახებ პოტენციური დამნაშავისთვის შეტყობინების გადავადებას. საკანონმდებლო ცვლილებები შეაფასეს ოპოზიციამ, პრეზიდენტმა, ვენეციის კომისიამ, აშშ-ის საელჩომ.მისი თქმით, პირიქით, ადგილობრივ დაინტერესებულ ჯგუფებთან თუ საერთაშორისო აქტორებთან მსჯელობის პროცესში დადასტურდა, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.„ეს (პრეზიდენტის) ვეტოს განხილვის პროცესმაც დაადასტურა, როცა რამდენჯერმე დასმულ კითხვაზე, თუ რომელ უფლებრივ სტანდარტს არღვევს მოცემული კანონი, პასუხი არ არსებობდა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.როგორც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, ცვლილებები დაჩქარებულ რეჟიმში არ განხილულა და ყველას ჰქონდა შესაძლებლობა და დრო, წარმოედგინა შენიშვნები ევროპულ ან საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან შეუსაბამობის შესახებ.პრეზიდენტი წინააღმდეგიასისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მოსმენებთან დაკავშირებული შესწორებები 7 ივნისს შევიდა, თუმცა მას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა და პირველად გამოიყენა ვეტოს უფლება.პარლამენტისთვის წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებში ნათქვამია, რომ მიღებული კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს და აუარესებს ადამიანის უფლებების დაცვას, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, შესწორებების მიღების პროცესი იყო დაჩქარებული და არაინკლუზიური.საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო 6 სექტემბერს გამართულ პლენარულ სხდომაზე დაძლია და კანონპროექტი მიიღო. ასეთ შემთხვევაში ცვლილებებს უკვე ხელს აწერს არა პრეზიდენტი, არამედ პარლამენტის თავმჯდომარე.კანონის თავისებურებებისაქართველოში ფარული თვალთვალი და მიყურადება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება განხორციელდეს. ცვლილებების თანახმად, ფარული საგამოძიებო ღონისძიებების სამი თვის ვადაში ჩატარების შესახებ შუამდგომლობის დაყენება პროკურორს შეუძლია. ამ ვადის სამი თვით გაგრძელებისთვის საჭიროა პროკურატურის ზემდგომი ჩინოვნიკის შუამდგომლობა, ხოლო დამატებით კიდევ სამი თვით – გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის შუამდგომლობა.ამასთან, თუ საუბარია ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა მკვლელობა, არაადამიანური მოპყრობა, თანამდებობრივი დანაშაული, კიბერდანაშაული, ნარკოტიკებით ვაჭრობა, ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო იქნება გამოძიებისთვის.ამას გარდა, ის ვადა, როდესაც პირს, რომლის მიმართაც ხორციელდება მოსმენა, უნდა აცნობონ საგამოძიებო ღონისძიებების შესახებ, შეიძლება გადაიტანონ განუსაზღვრელი რაოდენობით, სანამ ეს გამოძიებისთვის იქნება საჭირო.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270147674_491:230:1091:680_1920x0_80_0_0_16945000d6c0ff275541577351f74575.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტი ხელმოწერილია: პარლამენტის სპიკერის განმარტება
13:37 14.09.2022 (განახლებულია: 18:58 14.09.2022) პარლამენტმა ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო 6 სექტემბერს დაძლია.
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა ფარული საგამოძიებო ღონისძიებების შესახებ კანონპროექტს.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მოსმენებთან დაკავშირებით შესული ცვლილებები ითვალისწინებს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მაქსიმალურად დასაშვები ვადის სამიდან ცხრა თვემდე გაგრძელებას და თვალთვალის შესახებ პოტენციური დამნაშავისთვის შეტყობინების გადავადებას. საკანონმდებლო ცვლილებები შეაფასეს ოპოზიციამ, პრეზიდენტმა, ვენეციის კომისიამ, აშშ-ის საელჩომ.
„კანონპროექტის ინიცირებიდან ხუთი თვის შემდეგაც კი არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის შინაარსობრივი შენიშვნა, რომელიც თუნდაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა ამ კანონის შესაბამისობას რომელიმე სამართლებრივ სტანდარტთან“, – განაცხადა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.
მისი თქმით, პირიქით, ადგილობრივ დაინტერესებულ ჯგუფებთან თუ საერთაშორისო აქტორებთან მსჯელობის პროცესში დადასტურდა, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.
„ეს (პრეზიდენტის) ვეტოს განხილვის პროცესმაც დაადასტურა, როცა რამდენჯერმე დასმულ კითხვაზე, თუ რომელ უფლებრივ სტანდარტს არღვევს მოცემული კანონი, პასუხი არ არსებობდა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, ცვლილებები დაჩქარებულ რეჟიმში არ განხილულა და ყველას ჰქონდა შესაძლებლობა და დრო, წარმოედგინა შენიშვნები ევროპულ ან საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან შეუსაბამობის შესახებ.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მოსმენებთან დაკავშირებული შესწორებები 7 ივნისს შევიდა, თუმცა მას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა და პირველად გამოიყენა ვეტოს უფლება.
პარლამენტისთვის წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებში ნათქვამია, რომ მიღებული კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს და აუარესებს ადამიანის უფლებების დაცვას, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, შესწორებების მიღების პროცესი იყო დაჩქარებული და არაინკლუზიური.
საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო 6 სექტემბერს გამართულ პლენარულ სხდომაზე დაძლია და კანონპროექტი მიიღო. ასეთ შემთხვევაში ცვლილებებს უკვე ხელს აწერს არა პრეზიდენტი, არამედ პარლამენტის თავმჯდომარე.
საქართველოში ფარული თვალთვალი და მიყურადება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება განხორციელდეს. ცვლილებების თანახმად, ფარული საგამოძიებო ღონისძიებების სამი თვის ვადაში ჩატარების შესახებ შუამდგომლობის დაყენება პროკურორს შეუძლია. ამ ვადის სამი თვით გაგრძელებისთვის საჭიროა პროკურატურის ზემდგომი ჩინოვნიკის შუამდგომლობა, ხოლო დამატებით კიდევ სამი თვით – გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის შუამდგომლობა.
ამასთან, თუ საუბარია ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა მკვლელობა, არაადამიანური მოპყრობა, თანამდებობრივი დანაშაული, კიბერდანაშაული, ნარკოტიკებით ვაჭრობა, ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო იქნება გამოძიებისთვის.
ამას გარდა, ის ვადა, როდესაც პირს, რომლის მიმართაც ხორციელდება მოსმენა, უნდა აცნობონ საგამოძიებო ღონისძიებების შესახებ, შეიძლება გადაიტანონ განუსაზღვრელი რაოდენობით, სანამ ეს გამოძიებისთვის იქნება საჭირო.