https://sputnik-georgia.com/20220914/elizabet-meoris-anderzi-270408505.html
ელისაბედ II-ის ანდერძი 90 წლით დაილუქება საიდუმლო სეიფში
ელისაბედ II-ის ანდერძი 90 წლით დაილუქება საიდუმლო სეიფში
Sputnik საქართველო
თბილისი, 14 სექტემბერი − Sputnik. საზოგადოებას რომ დედოფალ ელისაბედ II-ის ანდერძის ნახვა შეეძლოს, იშვიათ ინფორმაციას მიიღებდა გარდაცვლილი მონარქის სიმდიდრის... 14.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-14T10:34+0400
2022-09-14T10:34+0400
2023-07-20T15:46+0400
მსოფლიო დღეს
დიდი ბრიტანეთი
საზოგადოება
ელიზაბეთ ii
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/09/270270609_0:361:2048:1513_1920x0_80_0_0_a62a4f19925caeec6ba36a60a36f43da.jpg
თბილისი, 14 სექტემბერი − Sputnik. საზოგადოებას რომ დედოფალ ელისაბედ II-ის ანდერძის ნახვა შეეძლოს, იშვიათ ინფორმაციას მიიღებდა გარდაცვლილი მონარქის სიმდიდრის შესახებ, მაგრამ, ბრიტანეთის ჩვეულებრივი მოქალაქეების უკანასკნელი ნებისგან განსხვავებით, მისი ანდერძი დაილუქება და სეიფში შეინახება მინიმუმ 90 წლით, წერს სააგენტო Reuters.სამეფო ოჯახის წევრების ანდერძის დალუქვის პრაქტიკა სათავეს 1910 წლიდან იღებს პრინც ფრენსის ტექსელიდან. პირველად სწორედ მისი ანდერძი შეინახეს ლონდონში, უცნობ ადგილზე მდებარე სეიფში. ამ დროისათვის აღნიშნულ სეიფში 30 ანდერძია დაცული, რომლებსაც მკაცრად გასაიდუმლოებული მოსამართლე უწევს მეთვალყურეობას.დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრის გარდაცვალების შემდეგ მისი უკანასკნელი ნების აღმსრულებელი პირი ლონდონის უმაღლესი სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელს მიმართავს თხოვნით, დალუქოს ანდერძი. მოსამართლეები, როგორც წესი, აკმაყოფილებენ ამ თხოვნას.ამის თაობაზე საზოგადოებას არასდროს მიუღია ინფორმაცია 2021 წლამდე. როდესაც ელისაბედის მეუღლე, პრინცი ფილიპი გარდაიცვალა, ანდერძის დალუქვის თხოვნით მოსამართლე ენდრიუ მაკფარლეინს მიმართეს. ამ უკანასკნელმა კი მიიჩნია, რომ საჭირო იყო გამოექვეყნებინა თავისი გადაწყვეტილება, რათა ქვეყნის მოსახლეობას მცირე ინფორმაცია მაინც ჰქონოდა – რა და რატომ ხდება.როგორც Reuters-ი წერს, ელისაბედ II-ის ანდერძი მისი მეუღლის, ასევე დედისა და დის − პრინცესა მარგარეტის ანდერძების გვერდით შეინახება სეიფში.აღინიშნება, რომ პრინცესა მარგარეტის ანდერძი, რომელიც 2002 წელს გარდაიცვალა, სასამართლო დავის საგანი გახდა. 2007 წელს ვინმე რობერტ ბრაუნმა გამოაცხადა, რომ პრინცესის უკანონო შვილი იყო და ანდერძის გაცნობის უფლება მოითხოვა იმ მიზნით, რომ სცოდნოდა, რა ქონებაზე შეეძლო ჰქონოდა პრეტენზია.წყარო: Reutersეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/09/270270609_0:169:2048:1705_1920x0_80_0_0_14ab322bcfc759fb12b061ca5aba13a4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დიდი ბრიტანეთი , საზოგადოება, ელიზაბეთ ii, მსოფლიოს ახალი ამბები
დიდი ბრიტანეთი , საზოგადოება, ელიზაბეთ ii, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 14 სექტემბერი − Sputnik. საზოგადოებას რომ დედოფალ ელისაბედ II-ის ანდერძის ნახვა შეეძლოს, იშვიათ ინფორმაციას მიიღებდა გარდაცვლილი მონარქის სიმდიდრის შესახებ, მაგრამ, ბრიტანეთის ჩვეულებრივი მოქალაქეების უკანასკნელი ნებისგან განსხვავებით, მისი ანდერძი დაილუქება და სეიფში შეინახება მინიმუმ 90 წლით, წერს სააგენტო Reuters.
სამეფო ოჯახის წევრების ანდერძის დალუქვის პრაქტიკა სათავეს 1910 წლიდან იღებს პრინც ფრენსის ტექსელიდან. პირველად სწორედ მისი ანდერძი შეინახეს ლონდონში, უცნობ ადგილზე მდებარე სეიფში. ამ დროისათვის აღნიშნულ სეიფში 30 ანდერძია დაცული, რომლებსაც მკაცრად გასაიდუმლოებული მოსამართლე უწევს მეთვალყურეობას.
დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრის გარდაცვალების შემდეგ მისი უკანასკნელი ნების აღმსრულებელი პირი ლონდონის უმაღლესი სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელს მიმართავს თხოვნით, დალუქოს ანდერძი. მოსამართლეები, როგორც წესი, აკმაყოფილებენ ამ თხოვნას.
ამის თაობაზე საზოგადოებას არასდროს მიუღია ინფორმაცია 2021 წლამდე. როდესაც ელისაბედის მეუღლე, პრინცი ფილიპი გარდაიცვალა, ანდერძის დალუქვის თხოვნით მოსამართლე ენდრიუ მაკფარლეინს მიმართეს. ამ უკანასკნელმა კი მიიჩნია, რომ საჭირო იყო გამოექვეყნებინა თავისი გადაწყვეტილება, რათა ქვეყნის მოსახლეობას მცირე ინფორმაცია მაინც ჰქონოდა – რა და რატომ ხდება.
როგორც Reuters-ი წერს, ელისაბედ II-ის ანდერძი მისი მეუღლის, ასევე დედისა და დის − პრინცესა მარგარეტის ანდერძების გვერდით შეინახება სეიფში.
აღინიშნება, რომ პრინცესა მარგარეტის ანდერძი, რომელიც 2002 წელს გარდაიცვალა, სასამართლო დავის საგანი გახდა. 2007 წელს ვინმე რობერტ ბრაუნმა გამოაცხადა, რომ პრინცესის უკანონო შვილი იყო და ანდერძის გაცნობის უფლება მოითხოვა იმ მიზნით, რომ სცოდნოდა, რა ქონებაზე შეეძლო ჰქონოდა პრეტენზია.