https://sputnik-georgia.com/20220914/eliso-virsalaze-iubilaria-270429541.html
„ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული“ - კულტურის სამინისტრო ელისო ვირსალაძეს იუბილეს ულოცავს
„ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული“ - კულტურის სამინისტრო ელისო ვირსალაძეს იუბილეს ულოცავს
Sputnik საქართველო
უწყებაში გენიალურ პიანისტს დღეგრძელობა და წარმატებები უსურვეს. 14.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-14T18:34+0400
2022-09-14T18:34+0400
2022-09-14T22:42+0400
კულტურა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23719/70/237197010_0:41:1419:840_1920x0_80_0_0_d0ddddd77cafe5294c425a91019eb1db.jpg
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს კულტურის სამინისტრომ ელისო ვირსალაძეს იუბილე მიულოცა – გენიალური პიანისტი დღეს 80 წლის იუბილეს ზეიმობს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.ელისო ვირსალაძის ხელოვნებამ ფართო საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, მისი შესრულება გამოირჩევა მაღალი კულტურით, ვირტუოზული ტექნიკითა და არტისტიზმით, მისი რეპერტუარი ფართო და მრავალფეროვანია.უდიდესი ქართველი პიანისტი, მუსიკოსი და პედაგოგი ელისო ვირსალაძე თბილისში 1942 წლის 14 სექტემბერს დაიბადა. მუსიკალური განათლება თბილისის ცენტრალურ სამუსიკო სკოლასა და ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში მიიღო. სასწავლებლის დასრულების შემდეგ ასპირანტურის კურსი მოსკოვში, პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის კონსერვატორიაში პროფესორ ზაკის ხელმძღვანელობით გაიარა.ელისო ვირსალაძის ბიოგრაფია დაკავშირებულია დიდი კულტურისა და მუსიკალური ტრადიციების მქონე ვირსალაძეების ოჯახთან. ბებია ქართული საფორტეპიანო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი ანასტასია ვირსალაძე იყო. იგი ელისოს პედაგოგიც იყო ჯერ ცენტრალურ სამუსიკო სკოლაში, შემდეგ კი თბილისის სახელწიფო კონსერვატორიაში.ელისო ვირსალაძე თანამედროვე მუსიკოსებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული პიანისტია. მრავალფეროვანია მისი რეპერტუარი. ის მოცარტის, ბეთჰოვენის, შუმანის, პროკოფიევის, შოპენის ნაწარმოებების საუკეთესო ინტერპრეტატორია. მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებსაც.იგი რეგულარულად მართავდა კონცერტებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. წარმატებით გამოდიოდა ლონდონის, მილანის, რომის, პარიზის, ლისაბონის, ბერლინის საკონცერტო სცენებზე. გარდა ამისა, ვირსალაძე საგასტროლო ტურნეებს მართავდა ამერიკასა და იაპონიაში. აქტიურად თანამშრომლობდა საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, შვეიცარიის, აშშ-ისა და სხვა ქვეყნების წამყვან ორკესტრებთან და დირიჟორებთან (რუდოლფ ბარშაი, კოროლ კონდრაშინი, რიკარდო მუტი, კურტ ზანდერლინგი, ვოლფგანგ ზავალისი, ევგენი სვეტლანოვი, იური ტემირკანოვი, ანტონი ბიტი). კომპანია „ლაივ კლასიკის" მიერ გამოცემულია ელისო ვირსალაძის შემოქმედების მრავალი ჩანაწერი.საშემსრულებლო მოღვაწეობის გარდა ელისო ვირსალაძე პარალელურად პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა. მისი მოსწავლეები არაერთგზის გამხდარან სხვადასხვა კონკურსების ლაურეატები და ჯილდოს მფლობელები.ელისო ვირსალაძე 1975 წლიდან მრავალი საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრია, მათ შორის, ჩაიკოვსკის, დედოფალ ელიზაბეთის (ბრიუსელი), ბუზონის (ბოლცანო), რუბინშტეინის (თელ-ავივი), შუმანის (ცვიკაუ) და სხვ.საქართველოში ელისო ვირსალაძემ თელავის კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „ქება ვაზისა" დააარსა. ყოველწლიურ ფესტივალზე მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან მაღალი დონის შემსრულებლები. მის ფარგლებში ახალგაზრდა მუსიკოსებისა და შემსრულებლებისთვის ღია გაკვეთილები და მასტერ-კლასები ტარდება. მსმენელებს კი საშუალება აქვთ გაეცნონ პროფესიონალი მუსიკოსების შემოქმედებას.ფესტივალი „ქება ვაზისა" ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში ტარდებოდა და პირველივე წლიდან პოპულარული და წარმატებული გახდა. 90-იან წლებში საქართველოში მომხდარი პოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენების გამო ფესტივალი შეწყდა და „ქება ვაზისა" 1994 წლის შემდეგ აღარ ჩატარებულა. დიდი ხნის პაუზის შემდეგ, 2010 წელს ფესტივალი აღდგა.ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23719/70/237197010_218:0:1419:901_1920x0_80_0_0_e940e83f8a13e7f56738e1c60208a2af.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
„ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული“ - კულტურის სამინისტრო ელისო ვირსალაძეს იუბილეს ულოცავს
18:34 14.09.2022 (განახლებულია: 22:42 14.09.2022) უწყებაში გენიალურ პიანისტს დღეგრძელობა და წარმატებები უსურვეს.
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს კულტურის სამინისტრომ ელისო ვირსალაძეს იუბილე მიულოცა – გენიალური პიანისტი დღეს 80 წლის იუბილეს ზეიმობს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
„დღეს თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და თვალსაჩინო მუსიკოსის, საქართველოს სახალხო არტისტის, თავისი საქმის დიდი პროფესიონალის ელისო ვირსალაძის დაბადების დღეა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს ელისო ვირსალაძის ღვაწლს ქართული კულტურის წინაშე, ულოცავს იუბილეს და დღეგრძელობასა და წარმატებებს უსურვებს“, – ნათქვამია მისალოც წერილში.
ელისო ვირსალაძის ხელოვნებამ ფართო საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, მისი შესრულება გამოირჩევა მაღალი კულტურით, ვირტუოზული ტექნიკითა და არტისტიზმით, მისი რეპერტუარი ფართო და მრავალფეროვანია.
უდიდესი ქართველი პიანისტი, მუსიკოსი და პედაგოგი ელისო ვირსალაძე თბილისში 1942 წლის 14 სექტემბერს დაიბადა. მუსიკალური განათლება თბილისის ცენტრალურ სამუსიკო სკოლასა და ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში მიიღო. სასწავლებლის დასრულების შემდეგ ასპირანტურის კურსი მოსკოვში, პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის კონსერვატორიაში პროფესორ ზაკის ხელმძღვანელობით გაიარა.
ელისო ვირსალაძის ბიოგრაფია დაკავშირებულია დიდი კულტურისა და მუსიკალური ტრადიციების მქონე ვირსალაძეების ოჯახთან. ბებია ქართული საფორტეპიანო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი ანასტასია ვირსალაძე იყო. იგი ელისოს პედაგოგიც იყო ჯერ ცენტრალურ სამუსიკო სკოლაში, შემდეგ კი თბილისის სახელწიფო კონსერვატორიაში.
ელისო ვირსალაძე თანამედროვე მუსიკოსებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული პიანისტია. მრავალფეროვანია მისი რეპერტუარი. ის მოცარტის, ბეთჰოვენის, შუმანის, პროკოფიევის, შოპენის ნაწარმოებების საუკეთესო ინტერპრეტატორია. მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებსაც.
იგი რეგულარულად მართავდა კონცერტებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. წარმატებით გამოდიოდა ლონდონის, მილანის, რომის, პარიზის, ლისაბონის, ბერლინის საკონცერტო სცენებზე. გარდა ამისა, ვირსალაძე საგასტროლო ტურნეებს მართავდა ამერიკასა და იაპონიაში. აქტიურად თანამშრომლობდა საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, შვეიცარიის, აშშ-ისა და სხვა ქვეყნების წამყვან ორკესტრებთან და დირიჟორებთან (რუდოლფ ბარშაი, კოროლ კონდრაშინი, რიკარდო მუტი, კურტ ზანდერლინგი, ვოლფგანგ ზავალისი, ევგენი სვეტლანოვი, იური ტემირკანოვი, ანტონი ბიტი). კომპანია „ლაივ კლასიკის" მიერ გამოცემულია ელისო ვირსალაძის შემოქმედების მრავალი ჩანაწერი.
საშემსრულებლო მოღვაწეობის გარდა ელისო ვირსალაძე პარალელურად პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა. მისი მოსწავლეები არაერთგზის გამხდარან სხვადასხვა კონკურსების ლაურეატები და ჯილდოს მფლობელები.
ელისო ვირსალაძე 1975 წლიდან მრავალი საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრია, მათ შორის, ჩაიკოვსკის, დედოფალ ელიზაბეთის (ბრიუსელი), ბუზონის (ბოლცანო), რუბინშტეინის (თელ-ავივი), შუმანის (ცვიკაუ) და სხვ.
საქართველოში ელისო ვირსალაძემ თელავის კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „ქება ვაზისა" დააარსა. ყოველწლიურ ფესტივალზე მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან მაღალი დონის შემსრულებლები. მის ფარგლებში ახალგაზრდა მუსიკოსებისა და შემსრულებლებისთვის ღია გაკვეთილები და მასტერ-კლასები ტარდება. მსმენელებს კი საშუალება აქვთ გაეცნონ პროფესიონალი მუსიკოსების შემოქმედებას.
ფესტივალი „ქება ვაზისა" ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში ტარდებოდა და პირველივე წლიდან პოპულარული და წარმატებული გახდა. 90-იან წლებში საქართველოში მომხდარი პოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენების გამო ფესტივალი შეწყდა და „ქება ვაზისა" 1994 წლის შემდეგ აღარ ჩატარებულა. დიდი ხნის პაუზის შემდეგ, 2010 წელს ფესტივალი აღდგა.