ამოშალეთ თქვენი ცხოვრებიდან: ადამიანების ხუთი ტიპი, რომლებიც მხოლოდ გავნებენ

CC BY-SA 2.0 / Miguel Pires da Rosa / Flickr / Gossip girlsჭორიკანა ქალები
ჭორიკანა ქალები - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2022
გამოწერა
თბილისი, 13 სექტემბერი − Sputnik. არსებობენ ისეთი ტიპის ადამიანები, რომლებთანაც კავშირის გაწყვეტა აუცილებელია, ვინაიდან ასეთები მხოლოდ ნეგატიურ გავლენას ახდენენ თქვენს ცხოვრებასა და ფსიქიკაზეც კი, აცხადებენ ფსიქოლოგები.
მათი თქმით, საუბარია ტოქსიკურ ადამიანებზე, რომლებიც ძალიან ბევრი ჩვენგანის ორბიტაზე ტრიალებენ.
როგორები არიან და რა ზიანის მიყენება შეუძლიათ ტოქსიკურ ადამიანებს, ამას ჟურნალ „მარი კლერის“ ექსპერტები გვიამბობენ. მათი თქმით, არსებობს ტოქსიკური ადამიანების რამდენიმე ტიპი, რომლებიც ნამდვილად თავიდან არიან მოსაშორებელი. ესენია:

მუდმივი მსხვერპლი

მართალია, ფსიქოლოგები მუდმივად გვირჩევენ, აუცილებლად ვილაპარაკოთ იმაზე, რასაც ვგრძნობთ და განვიცდით, მაგრამ არსებობს ზღვარი. მუდმივი მსხვერპლი კი ამ ზღვარს არად დაგიდევთ. ის თავის „სულისშემძვრელ“ ისტორიებს მოგიყვებათ ყველაზე მოულოდნელ სიტუაციებში, ხელიდან არ გაუშვებს შანსს, რომ ყველას გააგებინოს თავისი სატკივარი.
იცოდეთ, ადამიანი, რომელიც ნამდვილ ტკივილს განიცდის, მხოლოდ რამდენიმე ძალიან ახლო მეგობართან საუბრობს ამაზე და არა განურჩევლად ყველასთან!
გახსოვდეთ: მუდმივი მსხვერპლი არასდროს გიპასუხებთ თანაგრძნობითვე. როგორც კი საკუთარ ტკივილებზე დაიწყებთ საუბარს, მაშინვე შეეცდება ისევ თავად აღმოჩნდეს ყურადღების ცენტრში.

გრანდიოზულად თავდაჯერებული

ასეთი გარეგნული „პორტრეტის“ მიღმა, როგორც წესი, ღრმა თავდაუჯერებლობა იმალება. ამიტომ ასეთი ადამიანი უყოყმანოდ და სრულიად მიზანმიმართულად დაგამცირებთ, ან იმანიპულირებს თქვენით, რათა თავი უკეთ იგრძნოს. ეს ტიპიური ნარცისია, რომელიც შარსაც არ ერიდება. თუ უფრო ჩაუღრმავდებით, აღმოაჩენთ, რომ ეს პატარა ბავშვია დიდ სხეულში.

ჭორიკანა

თითოეულ ჩვენგანს აქვს უარყოფითი აზრი ირგვლივ მყოფებზე, მაგრამ ამ აზრის ყველასთვის გაზიარება − ეს ტოქსიკური და წვრილმანი საქციელია.
იცოდეთ, ადამიანი, რომელიც სხვას მის დაუსწრებლად აქებს, ყოველთვის სანდოა და პოზიტიური, ხოლო იმას, ვისაც ზურგს უკან მხოლოდ ავის თქმა სჩვევია ვინმეზე, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ენდოთ.
გახსოვდეთ: თუ ვინმე სხვაზე ცუდს გეუბნებათ, ის აუცილებლად იჭორავებს თქვენზეც, რაღა თქმა უნდა, ზურგს უკან.

მოკლე გზის მოყვარული

საუბარია არა ისეთებზე, რომლებიც სადმე მისასვლელად სწრაფ მარშრუტებს ეძებენ, არამედ ისეთებზე, ვინც მუდმივად ყველაზე მარტივ გზას ირჩევს ცხოვრებაში.
ეს უყურადღებო, იმპულსური ადამიანები არიან, აკლიათ სინდისი და მყისიერ დაკმაყოფილებაზე არიან მომართული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათი ნდობა ყოველთვის არ შეიძლება − იქნება ეს რომანტიკული ურთიერთობა თუ საქმიანი.
გახსოვდეთ: იოლი ცხოვრების გამო ისინი ყველაფერზე წავლენ.

უგრძნობელი

ყველა ადამიანი „ცარიელი გული“ ნამდვილად ვერ იქნება, მაგრამ ემპათიის სრული არარსებობა − ეს იმის ყველაზე აშკარა მაჩვენებელია, რომ ასეთ ადამიანს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ენდოთ.
გახსოვდეთ: სადაც არ არის თანაგრძნობა, იქ არც სინდისია! უსინდისო ადამიანის ნდობა კი, ალბათ გესმით, ყველაზე უგუნური საქციელია.
თუ გსურთ დაადგინოთ, რამდენად ემპათიურია ადამიანი და, შესაბამისად, სინდისიერიც, დააკვირდით როგორ ეპყრობა ცხოველებს ან მასზე დაბლა მდგომ ადამიანებს, როგორ იქცევა მაშინ, როდესაც ჰგონია, რომ მარტოა და არავინ უყურებს. და ყველაფერი ნათელი გახდება.
ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0