სუმო: მეორე გამარჯვება აკი ბაშოზე - ტოჩინოშინი დადებით ბალანსზე გავიდა

© courtesy of Giorgi Margvelashviliლევან გორგაძე
ლევან გორგაძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2022
გამოწერა
ლევან გორგაძემ სექტემბრის სუპერტურნირის მესამე დღეს კოტოეკო იორიკირის ილეთით დაამარცხა. ქართველი სუმოისტი ხვალ ჰოკოტოფუჯის შეხვდება.
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე სექტემბრის ბაშოზე მეორე გამარჯვება მოიპოვა.
სუპერტურნირი ლევან გორგაძემ გამარჯვებით გახსნა და აკი ბაშოს პირველ დღეს იაპონელი ონოშო დაამარცხა. მეორე საჭიდაო დღეს ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირა მიოგირიუსთან დამარცხდა.
აკი ბაშოს მესამე დღეს ლევან გორგაძე იაპონელ კოტოეკოს გაეჯიბრა და დაძაბულ ბრძოლაში იორიკირის ილეთით აქტივში მეორე გამარჯვება ჩაიწერა. ორთაბრძოლის ერთ მომენტში კოტოეკო გამარჯვებასთან ახლოს იყო, თუმცა, ქართველმა სუმოისტმა წონასწორობა შეინარჩუნა და მეტოქე დოჰიოდან გადაიყვანა.
სექტემბრის ბაშოს მეოთხე დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-8 მაეგაშირა ჰოკოტოფუჯი იქნება. აღსანიშნავია, რომ ჰოკოტოფუჯი აკი ბაშოზე წაუგებლად ასპარეზობს და სამი მოგება აქვს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0