https://sputnik-georgia.com/20220913/teraqti-kaxovkasi-270409983.html
კახოვკის ადმინისტრაცია: ტერაქტის დამკვეთი უკრაინის უსაფრთხოების სამსახური იყო
კახოვკის ადმინისტრაცია: ტერაქტის დამკვეთი უკრაინის უსაფრთხოების სამსახური იყო
Sputnik საქართველო
თბილისი, 13 სექტემბერი − Sputnik. ხერსონის ოლქის ნოვა კახოვკაში, ერთ-ერთ ადგილობრივ კაფეში, უკრაინის უშიშროების სამსახურის დავალებით, ტერაქტს ამზადებდნენ... 13.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-13T11:09+0400
2022-09-13T11:09+0400
2023-07-20T15:46+0400
პოლიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/0e/270409481_0:3:783:443_1920x0_80_0_0_8391ff518452c22b0f009ce99ad9f1c7.jpg
თბილისი, 13 სექტემბერი − Sputnik. ხერსონის ოლქის ნოვა კახოვკაში, ერთ-ერთ ადგილობრივ კაფეში, უკრაინის უშიშროების სამსახურის დავალებით, ტერაქტს ამზადებდნენ, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ კახოვკის რაიონის ადმინისტრაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით.მათი ინფორმაციით, აფეთქება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ უნდა ყოფილიყო ორგანიზებული კაფეში, სადაც ჩვეულებრივ იკრიბებიან ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სამხედროები.არსებული ცნობით, თავდასხმის შემსრულებლებად ოჯახური წყვილი იყო დაქირავებული. თუმცა მათ კაფეს აფეთქებაზე უარი თქვეს და ამიტომ სხვა შემსრულებლის მოძებნა მათვე დაავალეს.საბოლოოდ აფეთქების მოწყობაზე ანონიმი დათანხმდა, რომელმაც საქმეში 150 დოლარის გადახდა მოითხოვა. მან კაფეში ხელყუმბარა შეაგდო, მაგრამ არა სადილის დროს, არამედ მაშინ, როცა იქ არავინ იყო. შესაბამისად, აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.როგორც სააგენტო წერს, სპეცოპერაციის ფარგლებში რუსმა სამხედროებმა კონტროლი აიღეს ხერსონის ოლქსა და ასევე ზაპოროჟიეს ოლქის აზოვის ნაწილზე, დაიკავეს ისეთი დიდი ქალაქები, როგორებიცაა: ხერსონი, მელიტოპოლი და ბერდიანსკი. ორივე რეგიონში შექმნილია ახალი ადმინისტრაციები, მაუწყებლობს რუსული ტელეარხები და რადიოსადგურები, მიმდინარეობს ყირიმთან სავაჭრო და სატრანსპორტო კავშირების აღდგენა. ამასთან რეგიონებმა რუსეთის შემადგენლობაში შესვლის გეგმები გამოაცხადეს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/0e/270409481_0:0:783:588_1920x0_80_0_0_96dbf1be7e8d6b1ddc6041dfbc3f5bd4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 13 სექტემბერი − Sputnik. ხერსონის ოლქის ნოვა კახოვკაში, ერთ-ერთ ადგილობრივ კაფეში, უკრაინის უშიშროების სამსახურის დავალებით, ტერაქტს ამზადებდნენ, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ კახოვკის რაიონის ადმინისტრაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
მათი ინფორმაციით, აფეთქება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ უნდა ყოფილიყო ორგანიზებული კაფეში, სადაც ჩვეულებრივ იკრიბებიან ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სამხედროები.
არსებული ცნობით, თავდასხმის შემსრულებლებად ოჯახური წყვილი იყო დაქირავებული. თუმცა მათ კაფეს აფეთქებაზე უარი თქვეს და ამიტომ სხვა შემსრულებლის მოძებნა მათვე დაავალეს.
საბოლოოდ აფეთქების მოწყობაზე ანონიმი დათანხმდა, რომელმაც საქმეში 150 დოლარის გადახდა მოითხოვა. მან კაფეში ხელყუმბარა შეაგდო, მაგრამ არა სადილის დროს, არამედ მაშინ, როცა იქ არავინ იყო. შესაბამისად, აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
როგორც სააგენტო წერს, სპეცოპერაციის ფარგლებში რუსმა სამხედროებმა კონტროლი აიღეს ხერსონის ოლქსა და ასევე ზაპოროჟიეს ოლქის აზოვის ნაწილზე, დაიკავეს ისეთი დიდი ქალაქები, როგორებიცაა: ხერსონი, მელიტოპოლი და ბერდიანსკი. ორივე რეგიონში შექმნილია ახალი ადმინისტრაციები, მაუწყებლობს რუსული ტელეარხები და რადიოსადგურები, მიმდინარეობს ყირიმთან სავაჭრო და სატრანსპორტო კავშირების აღდგენა. ამასთან რეგიონებმა რუსეთის შემადგენლობაში შესვლის გეგმები გამოაცხადეს.