თბილისში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ევაკუაცია მოხდა

© photo: Sputnik / Вячеслав Прокофьев / გადასვლა მედიაბანკშიგამნაღმველი
გამნაღმველი  - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2022
გამოწერა
ამ წუთებში ადგილზე გამნაღმველები და ექსპერტები მუშაობენ.
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. აშშ-ის საელჩოს შენობიდან თანამშრომლებისა და მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა, მიზეზი – შენობაში ბომბის შესახებ შეტყობინებაა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
ტელეარხის ცნობით, შეტყობინება იმის შესახებ, რომ საელჩოს ტერიტორიაზე ბომბია, ნახევარი საათის წინ შევიდა.
ამ წუთებში ადგილზე გამნაღმველები და ექსპერტები მუშაობენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აშშ-ის საელჩოს მასმედიასთან ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
ამ დროისათვის აშშ-ის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია.
ყველა ახალი ამბავი
0