https://sputnik-georgia.com/20220913/tbilisshi-chkviani-satransporto-sistemis-ganvitareba-iweba-270392305.html
თბილისში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემისა და სატრანზიტო დერეფნის განვითარება იწყება
თბილისში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემისა და სატრანზიტო დერეფნის განვითარება იწყება
Sputnik საქართველო
ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის პროექტი ქალაქში „საცობების“ შემცირებასა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, აღნიშნეს სამინისტროში. 13.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-13T18:17+0400
2022-09-13T18:17+0400
2022-09-13T21:46+0400
საქართველო
თბილისი დღეს
ეკონომიკა
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/06/251654781_1:0:3000:1687_1920x0_80_0_0_56b1cff5641208db4151021d14505580.jpg
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობისა და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის მხარდაჭერით თბილისის მერია ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს, რომელიც დედაქალაქის ქუჩებში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარებას გულისხმობს.„ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა“ ითვალისწინებს ქალაქში სატრანსპორტო ნაკადებთან დაკავშირებით მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებას პრობლემური კვანძების დარეგულირების მიზნით.პროექტ „მდგრადი ურბანული მობილობის“ განსახორციელებლად გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკსა (KFW) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის სასესხო და საგრანტო შეთანხმებები გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და KFW-ს თბილისის ოფისის დირექტორმა ბირგიტ ჰოლდერიდ კრესმა.სიჩქარის მოყვარული მძღოლებისთვის სასჯელი მკაცრდება>>>„პროექტის განსახორციელებლად რეკონსტრუქციის ბანკის მიერ 47 მლნ ევროს მოცულობის შეღავათიანი სესხის და ასევე 1,5 მლნ ევროს ოდენობის გრანტის გამოყოფა იგეგმება“, – განაცხადეს ფინანსთა სამინისტროში.უწყების ცნობით, პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია თანამედროვე სტანდარტების მქონე საფეხმავლო სივრცეების, ველობილიკებისა და საავტობუსო დერეფნების მოწყობის გზით ქუჩის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.ამასთან, ახალი სისტემა სპეციალიზებული ტრანსპორტის – სასწრაფო დახმარების, სახანძრო ბრიგადების, ავტობუსების სწრაფად გადაადგილების მიზნით იდენტიფიცირებას და სპეციალური დერეფნების გათავისუფლებას მოახდენს.აღნიშნულ პროექტს თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო საერთაშორისო კონსულტანტებისა და დარგის ექსპერტების ჩართულობით განახორციელებს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/06/251654781_376:0:2625:1687_1920x0_80_0_0_01ee6b1c6e614b50a01979d959401081.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, ეკონომიკა, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, თბილისი დღეს, ეკონომიკა, ახალი ამბები, საზოგადოება
თბილისში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემისა და სატრანზიტო დერეფნის განვითარება იწყება
18:17 13.09.2022 (განახლებულია: 21:46 13.09.2022) ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის პროექტი ქალაქში „საცობების“ შემცირებასა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, აღნიშნეს სამინისტროში.
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობისა და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის მხარდაჭერით თბილისის მერია ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს, რომელიც დედაქალაქის ქუჩებში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარებას გულისხმობს.
„ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა“ ითვალისწინებს ქალაქში სატრანსპორტო ნაკადებთან დაკავშირებით მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებას პრობლემური კვანძების დარეგულირების მიზნით.
პროექტ „მდგრადი ურბანული მობილობის“ განსახორციელებლად გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკსა (KFW) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის სასესხო და საგრანტო შეთანხმებები გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და KFW-ს თბილისის ოფისის დირექტორმა ბირგიტ ჰოლდერიდ კრესმა.
„პროექტის განსახორციელებლად რეკონსტრუქციის ბანკის მიერ 47 მლნ ევროს მოცულობის შეღავათიანი სესხის და ასევე 1,5 მლნ ევროს ოდენობის გრანტის გამოყოფა იგეგმება“, – განაცხადეს ფინანსთა სამინისტროში.
უწყების ცნობით, პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია თანამედროვე სტანდარტების მქონე საფეხმავლო სივრცეების, ველობილიკებისა და საავტობუსო დერეფნების მოწყობის გზით ქუჩის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
ამასთან, ახალი სისტემა სპეციალიზებული ტრანსპორტის – სასწრაფო დახმარების, სახანძრო ბრიგადების, ავტობუსების სწრაფად გადაადგილების მიზნით იდენტიფიცირებას და სპეციალური დერეფნების გათავისუფლებას მოახდენს.
აღნიშნულ პროექტს თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო საერთაშორისო კონსულტანტებისა და დარგის ექსპერტების ჩართულობით განახორციელებს.