https://sputnik-georgia.com/20220913/tbilisshi-27-ojaxsfartebi-daukanondat-270395255.html
კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული 27 ოჯახი ბინებით დაკმაყოფილდა
კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული 27 ოჯახი ბინებით დაკმაყოფილდა
Sputnik საქართველო
გავრცელებული ინფორმაციით, კოოპერატიული ბინათმშენებლობის პროექტის ფარგლებში ალტერნატიული ფართი 1.744-მა ოჯახმა უკვე მიიღო. 13.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-13T18:50+0400
2022-09-13T18:50+0400
2022-09-13T21:56+0400
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0d/267397752_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_337943d7ad3fc5cd18cd51a008fad3c1.jpg
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ 27 ოჯახს ბინის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა. ინფორმაციას თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.თბილისის მერიამ პროექტის განხორციელება 2018 წელს დაიწყო. საუბარია ოჯახებზე, რომლებიც დაპირებული საცხოვრებელი ფართების გარეშე იმის გამო აღმოჩნდნენ, რომ 1990-იან წლებში სამშენებლო კოოპერატივებმა დაპირება ვერ შეასრულეს.როგორც დედაქალაქის მერმა განმარტა, აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაკმაყოფილებულმა 27-მა პირმა საკუთრებაში 52 ერთეული უძრავი ქონება მიიღო.ქვეყანაში კოოპერატიული მშენებლობებით დაზარალებული ოჯახების რიცხვი დაახლოებით 3.100-ია, მერია მაქსიმალურად ცდილობს ყველა მათგანის მოთხოვნა დააკმაყოფილოს. ოჯახების რიგითობა და თანმიმდევრობა სოციალური ქულების მიხედვით განისაზღვრება. რაც შეეხება ოჯახებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არ შეუტანიათ განცხადება, უნდა მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს და ისინი ქულების მინიჭების შემდეგ შესაბამის რიგს დაიკავებენ.გავრცელებული ინფორმაციით, კოოპერატიული ბინათმშენებლობის პროექტის ფარგლებში ალტერნატიული ფართი 1.744-მა ოჯახმა უკვე მიიღო. ამ ეტაპზე თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოში შესულია 600-მდე დაზარალებული პირის განაცხადი, რომელთა ფართებით დაკმაყოფილებაც უახლოესი ორი წლის განმავლობაში იგეგმება.ჯერ კიდევ 2018 წელს კახა კალაძემ განაცხადა, რომ ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებული მოსახლეობის კომპენსირება მომდევნო სამი–ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდებოდა და ყველა დაზარალებული ბინით დაკმაყოფილდებოდა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0d/267397752_143:0:1279:852_1920x0_80_0_0_73f1f3bbb9fc4c1afa1e64569a3cead3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული 27 ოჯახი ბინებით დაკმაყოფილდა
18:50 13.09.2022 (განახლებულია: 21:56 13.09.2022) გავრცელებული ინფორმაციით, კოოპერატიული ბინათმშენებლობის პროექტის ფარგლებში ალტერნატიული ფართი 1.744-მა ოჯახმა უკვე მიიღო.
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ 27 ოჯახს ბინის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა. ინფორმაციას თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
თბილისის მერიამ პროექტის განხორციელება 2018 წელს დაიწყო. საუბარია ოჯახებზე, რომლებიც დაპირებული საცხოვრებელი ფართების გარეშე იმის გამო აღმოჩნდნენ, რომ 1990-იან წლებში სამშენებლო კოოპერატივებმა დაპირება ვერ შეასრულეს.
„დაზარალებული ოჯახები ამ დღეს 30 წლის განმავლობაში ელოდნენ. მათ ჰპირდებოდნენ, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმებოდა, საცხოვრებლით დაკმაყოფილდებოდნენ, მაგრამ დაპირება დაპირებად რჩებოდა. ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ამ პრობლემის მოგვარებაა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აღნიშნული პროგრამა წარმატებით დასრულდეს“, – განაცხადა კალაძემ.
როგორც დედაქალაქის მერმა განმარტა, აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაკმაყოფილებულმა 27-მა პირმა საკუთრებაში 52 ერთეული უძრავი ქონება მიიღო.
ქვეყანაში კოოპერატიული მშენებლობებით დაზარალებული ოჯახების რიცხვი დაახლოებით 3.100-ია, მერია მაქსიმალურად ცდილობს ყველა მათგანის მოთხოვნა დააკმაყოფილოს. ოჯახების რიგითობა და თანმიმდევრობა სოციალური ქულების მიხედვით განისაზღვრება. რაც შეეხება ოჯახებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არ შეუტანიათ განცხადება, უნდა მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს და ისინი ქულების მინიჭების შემდეგ შესაბამის რიგს დაიკავებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, კოოპერატიული ბინათმშენებლობის პროექტის ფარგლებში ალტერნატიული ფართი 1.744-მა ოჯახმა უკვე მიიღო. ამ ეტაპზე თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოში შესულია 600-მდე დაზარალებული პირის განაცხადი, რომელთა ფართებით დაკმაყოფილებაც უახლოესი ორი წლის განმავლობაში იგეგმება.
ჯერ კიდევ 2018 წელს კახა კალაძემ განაცხადა, რომ ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებული მოსახლეობის კომპენსირება მომდევნო სამი–ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდებოდა და ყველა დაზარალებული ბინით დაკმაყოფილდებოდა.