https://sputnik-georgia.com/20220913/saxalxo-damcvelis-archeva-opoziciashi-azrta-sxvadasxvaobaa-270388298.html
სახალხო დამცველის არჩევა - ოპოზიციაში კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა
სახალხო დამცველის არჩევა - ოპოზიციაში კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა
Sputnik საქართველო
„ქართული ოცნების“ განცხადებით, ომბუდსმენის შერჩევის პროცესი კანონისა და ყველა წესის დაცვით ხდება და კომისია რეგლამენტის თანახმად, უახლოეს დღეებში შეიქმნება. 13.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-13T16:50+0400
2022-09-13T16:50+0400
2022-09-13T21:13+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0b/250313171_0:125:2400:1475_1920x0_80_0_0_4047d9e5ea04a37694a09965576b7211.jpg
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ახალი სახალხო დამცველის არჩევის პროცედურებთან დაკავშირებით ოპოზიციურ სპექტრში აზრი გაიყო.„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტში, რომელიც ახალი სახალხო დამცველის არჩევის პროცედურებს ეხება, გასულ კვირაში კორექტივები შევიდა.ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ლელოს“ წარმომადგენლებმა. ოპოზიციამ თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მათი შენიშვნები გათვალისწინებული არ იქნა.რეგლამენტში ცვლილებების დამტკიცების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები გაიმართება იმ დრომდე, ვიდრე არ შეიქმნება საკონკურსო კომისია, რომელმაც ომბუდსმენის პოსტზე კანდიდატები უნდა შეარჩიოს.მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა შესწორებებს მხარი არ დაუჭირეს, პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბეჟაშვილის თქმით, ოპოზიციური პარტია პროცესში აქტიურად იქნება ჩართული.თავის მხრივ, ოპოზიციურ პარტია „სტრატეგია აღმაშენებელში“ განაცხადეს, რომ შესწორებები არ შეესაბამება ევროპულ რეკომენდაციებს და მონაწილეობას არ მიიღებენ პროცესში.„ცვლილებებით ჩვენ მივიღეთ პროცესი, როცა გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარე თავად საზღვრავს პირთა წრეს, რომელმაც უნდა შეაფასოს კომისია, რაც, ჩვენი აზრით, არასწორია და არ ემსახურება დამოუკიდებელი კანდიდატის არჩევას. შესაბამისად, ჩვენი პოზიციაა, რომ თუ პროცესი არის ფარსი და მხარი არ დავუჭირეთ, არც ამ ფარსში არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.რაც შეეხება მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ომბუდსმენის შერჩევის პროცესი კანონისა და ყველა წესის დაცვით ხდება და კომისია რეგლამენტის თანახმად, უახლოეს დღეებში შეიქმნება.„კანდიდატის შესარჩევად უნდა შეიქმნას ცხრა წევრისგან დაკომპლექტებული კომისია. შემდეგ სამოქალაქო სექტორის ჯერი დადგება და ისინი დაიწყებენ კანდიდატების შერჩევას. ეს პროცესი საკმაოდ ინტენსიურ რეჟიმში ორი თვის მანძილზე გაგრძელდება და დაახლოებით დეკემბრისთვის ჩვენ უკვე შევარჩევთ რამდენიმე კანდიდატს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა.როდის დაიწყება საქართველოს სახალხო დამცველის პოსტზე განაცხადების მიღება>>>თავად მმართველ პარტიაში ომბუდსმენის პოსტზე კანდიდატის წარდგენაზე უარი განაცხადეს.საქართველოს სახალხო დამცველის პოსტზე მსურველთა განაცხადების მიღება, სავარაუდოდ, 20 სექტემბერს დაიწყება.მოქმედი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის დეკემბერში იწურება. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მას მეორედ არჩევა არ შეუძლია. ახალი კანდიდატის შესარჩევად პარლამენტში მინიმუმ 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ კი საკანონმდებლო ორგანოში ამჟამად 80 წარმომადგენელი ჰყავს.სახალხო დამცველი წარმოადგენს ადამიანის უფლებების დამცველ ფართო უფლებამოსილებების მქონე დამოუკიდებელ ინსტიტუტს.აპარატის წარმომადგენლებს აქვთ შეუზღუდავი წვდომა ციხეებსა და სხვა დახურულ სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებში – პანსიონატებში, კლინიკებში და ა.შ.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0b/250313171_134:0:2267:1600_1920x0_80_0_0_33059a6f247dbb2b8d9ccc0d613c1e8e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
სახალხო დამცველის არჩევა - ოპოზიციაში კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა
16:50 13.09.2022 (განახლებულია: 21:13 13.09.2022) „ქართული ოცნების“ განცხადებით, ომბუდსმენის შერჩევის პროცესი კანონისა და ყველა წესის დაცვით ხდება და კომისია რეგლამენტის თანახმად, უახლოეს დღეებში შეიქმნება.
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ახალი სახალხო დამცველის არჩევის პროცედურებთან დაკავშირებით ოპოზიციურ სპექტრში აზრი გაიყო.
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტში, რომელიც ახალი სახალხო დამცველის არჩევის პროცედურებს ეხება, გასულ კვირაში კორექტივები შევიდა.
ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ლელოს“ წარმომადგენლებმა. ოპოზიციამ თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მათი შენიშვნები გათვალისწინებული არ იქნა.
რეგლამენტში ცვლილებების დამტკიცების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები გაიმართება იმ დრომდე, ვიდრე არ შეიქმნება საკონკურსო კომისია, რომელმაც ომბუდსმენის პოსტზე კანდიდატები უნდა შეარჩიოს.
მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა შესწორებებს მხარი არ დაუჭირეს, პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბეჟაშვილის თქმით, ოპოზიციური პარტია პროცესში აქტიურად იქნება ჩართული.
„ნაციონალური მოძრაობა“ სხვა საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ამ პროცესში სრულად იქნება ჩართული. ჩვენი მთავარი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ შეირჩეს ისეთი სახალხო დამცველი, რომელიც დააკმაყოფილებს საზოგადოების მოთხოვნებს, იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური და არ შეასრულებს მმართველი პარტიის პირობებს“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
თავის მხრივ, ოპოზიციურ პარტია „სტრატეგია აღმაშენებელში“ განაცხადეს, რომ შესწორებები არ შეესაბამება ევროპულ რეკომენდაციებს და მონაწილეობას არ მიიღებენ პროცესში.
„ცვლილებებით ჩვენ მივიღეთ პროცესი, როცა გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარე თავად საზღვრავს პირთა წრეს, რომელმაც უნდა შეაფასოს კომისია, რაც, ჩვენი აზრით, არასწორია და არ ემსახურება დამოუკიდებელი კანდიდატის არჩევას. შესაბამისად, ჩვენი პოზიციაა, რომ თუ პროცესი არის ფარსი და მხარი არ დავუჭირეთ, არც ამ ფარსში არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
რაც შეეხება მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ომბუდსმენის შერჩევის პროცესი კანონისა და ყველა წესის დაცვით ხდება და კომისია რეგლამენტის თანახმად, უახლოეს დღეებში შეიქმნება.
„კანდიდატის შესარჩევად უნდა შეიქმნას ცხრა წევრისგან დაკომპლექტებული კომისია. შემდეგ სამოქალაქო სექტორის ჯერი დადგება და ისინი დაიწყებენ კანდიდატების შერჩევას. ეს პროცესი საკმაოდ ინტენსიურ რეჟიმში ორი თვის მანძილზე გაგრძელდება და დაახლოებით დეკემბრისთვის ჩვენ უკვე შევარჩევთ რამდენიმე კანდიდატს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა.
თავად მმართველ პარტიაში ომბუდსმენის პოსტზე კანდიდატის წარდგენაზე უარი განაცხადეს.
საქართველოს სახალხო დამცველის პოსტზე მსურველთა განაცხადების მიღება, სავარაუდოდ, 20 სექტემბერს დაიწყება.
მოქმედი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის დეკემბერში იწურება. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მას მეორედ არჩევა არ შეუძლია. ახალი კანდიდატის შესარჩევად პარლამენტში მინიმუმ 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ კი საკანონმდებლო ორგანოში ამჟამად 80 წარმომადგენელი ჰყავს.
სახალხო დამცველი წარმოადგენს ადამიანის უფლებების დამცველ ფართო უფლებამოსილებების მქონე დამოუკიდებელ ინსტიტუტს.
აპარატის წარმომადგენლებს აქვთ შეუზღუდავი წვდომა ციხეებსა და სხვა დახურულ სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებში – პანსიონატებში, კლინიკებში და ა.შ.