https://sputnik-georgia.com/20220913/saqartvelos-mosaxleobis-titqmis-meotxedi-emigraciasi-cxovrobs-kvleva-270401820.html
საქართველოს მოსახლეობის თითქმის მეოთხედი ემიგრაციაში ცხოვრობს - კვლევა
საქართველოს მოსახლეობის თითქმის მეოთხედი ემიგრაციაში ცხოვრობს - კვლევა
Sputnik საქართველო
კვლევაში მიგრაციის მთავარ მიზეზად საქართველოში მცხოვრები ოჯახების მატერიალური უზრუნველყოფა დასახელდა. 13.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-13T20:39+0400
2022-09-13T20:39+0400
2022-09-13T22:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24469/79/244697978_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_6b87e9958b1a6ae2a48589bfbf365eab.jpg
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. 2010-დან 2020 წლამდე საქართველოდან წასული ემიგრანტების რაოდენობა ჯამურად 7%-ით გაიზარდა და სულ 861 ათასი ადამიანი (ქვეყნის მოსახლეობის 23%) შეადგინა, ნათქვამია კვლევითი ორგანიზაცია PMCG-ს ანგარიშში.ორგანიზაცია გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის მონაცემებით ხელმძღვანელობდა, რადგან, მისი აზრით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“ ემიგრაციის სრულ სურათს არ იძლევა.ძირითადად ხალხი წასულია რუსეთში (450 ათასი ადამიანი). მას მოსდევს საბერძნეთი (85 ათასი), უკრაინა (65 ათასი) და აზერბაიჯანი (49 ათასი). 2010-2020 წლებში ქართველები უპირატესობას ანიჭებდნენ აშშ-ს, იტალიას და სომხეთს.ანგარიშის მიხედვით, საქართველოდან ემიგრანტების მნიშვნელოვანი ნაწილი საზღვარგარეთ არალეგალურად ცხოვრობს. მიგრაციის მთავარ მიზეზად დასახელდა საქართველოში მცხოვრები ოჯახების მატერიალური უზრუნველყოფა.სწორედ ამას უკავშირდება უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების ზრდა, ნათქვამია ანგარიშში.საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2022 წლის იანვარი–ივლისში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 62%-ით გაიზარდა და 2.092,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით ლიდერობს რუსეთი, შემდეგ მოდიან იტალია, აშშ, საბერძნეთი და ისრაელი.წყარო - PMCG-ის ანგარიშში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24469/79/244697978_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_5a75c972232792546e71b4b770ce7ec9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
საქართველოს მოსახლეობის თითქმის მეოთხედი ემიგრაციაში ცხოვრობს - კვლევა
20:39 13.09.2022 (განახლებულია: 22:30 13.09.2022) კვლევაში მიგრაციის მთავარ მიზეზად საქართველოში მცხოვრები ოჯახების მატერიალური უზრუნველყოფა დასახელდა.
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. 2010-დან 2020 წლამდე საქართველოდან წასული ემიგრანტების რაოდენობა ჯამურად 7%-ით გაიზარდა და სულ 861 ათასი ადამიანი (ქვეყნის მოსახლეობის 23%) შეადგინა, ნათქვამია კვლევითი ორგანიზაცია PMCG-ს ანგარიშში.
ორგანიზაცია გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის მონაცემებით ხელმძღვანელობდა, რადგან, მისი აზრით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“ ემიგრაციის სრულ სურათს არ იძლევა.
ძირითადად ხალხი წასულია რუსეთში (450 ათასი ადამიანი). მას მოსდევს საბერძნეთი (85 ათასი), უკრაინა (65 ათასი) და აზერბაიჯანი (49 ათასი). 2010-2020 წლებში ქართველები უპირატესობას ანიჭებდნენ აშშ-ს, იტალიას და სომხეთს.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოდან ემიგრანტების მნიშვნელოვანი ნაწილი საზღვარგარეთ არალეგალურად ცხოვრობს. მიგრაციის მთავარ მიზეზად დასახელდა საქართველოში მცხოვრები ოჯახების მატერიალური უზრუნველყოფა.
სწორედ ამას უკავშირდება უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების ზრდა, ნათქვამია ანგარიშში.
საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2022 წლის იანვარი–ივლისში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 62%-ით გაიზარდა და 2.092,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით ლიდერობს რუსეთი, შემდეგ მოდიან იტალია, აშშ, საბერძნეთი და ისრაელი.