სამეგრელოში აზიურ ფაროსანას ებრძვიან

© National Food Agency of Georgiaბრძოლა აზიურ ფაროსანასთან
ბრძოლა აზიურ ფაროსანასთან - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2022
გამოწერა
2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება.
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. სამეგრელოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ მასშტაბური ღონისძიებები ტარდება, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა.
უწყების ცნობით, სოფელ დარჩელში, კოკში, კიროვში, შამგონასა და ორსანტიაში მობილიზებულია 40-მდე სპეცტექნიკა და სოფლების გარე პერიმეტრები თერმული ნისლით მუშავდება. უკვე დამუშავებულია 2.340 ჰა ტერიტორია.

„აღნიშნულ სოფლებში მონიტორინგის შედეგად მიგრაციის ფაზაში მყოფი მავნებლის მეტი კონცენტრაცია დაფიქსირდა, რის გამოც სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრმა წამლობა ხუთივე ადმინისტრაციულ ერთეულში ერთდროულად დაიწყო“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეწამვლითი სამუშაოები უსაფრთხოების წესების დაცვით, ღამის საათებში, მეფუტკრე-ფერმერებთან კოორდინაციით ტარდება.
ღონისძიებებში ჩართულია ადგილობრივი ხელისუფლება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მამუკა წოწერიას განცხადებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გატარებული ღონისძიებების მაღალეფექტურობისთვის მნიშვნელოვანია მოსახლეობამ, თითოეულმა ფერმერმა თავის საკარმიდამო ნაკვეთში ჩაატაროს საპრევენციო ღონისძიებები, რაც მავნებლის რიცხოვნობას მინიმუმადე შეამცირებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, აქტიურად ჩაერთოს ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებში, დარეგისტრირდეს ვებ-გვერდზე parosana.ge, რათა 24 საათით ადრე მიიღოს ინფორმაცია დაგეგმილი წამლობის შესახებ.
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საქართველოს მთავრობამ სპეციალური პროექტი შეიმუშავა, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი და ქიმიური შეწამვლა. საქართველოს მავნებელთან ბრძოლის მეთოდი მსოფლიოში ერთ-ერთი სამაგალითოა, შესაბამისად, ქვეყანა საკუთარ გამოცდილებას სხვადასხვა ქვეყნებს უზიარებს.
2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0