გამოქვეყნდა ქალაქების რეიტინგი, რომლებშიც ყველაზე მეტი მდიდარი ცხოვრობს

© AP Photo / Seth Wenigნიუ-იორკი
ნიუ-იორკი - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2022
გამოწერა
თბილისი, 13 სექტემბერი − Sputnik. საერთაშორისო კონსალტინგურმა კომპანია Henley & Partners-მა გამოაქვეყნა იმ ქალაქების რეიტინგი, რომლებშიც ყველაზე მეტი მდიდარი ადამიანი ცხოვრობს.
რეიტინგს საფუძვლად დაედო კომპანია New World Wealth-ის მონაცემები, რომელიც კერძო კაპიტალის საერთაშორისო მიგრაციას სწავლობს.
აღინიშნება, რომ უმდიდრესი ქალაქების ტოპ-10 მათში მცხოვრები ჰაინეტების (HNWI – ადამიანები, რომელთა ქონებაც 1 მლნ დოლარს აჭარბებს), მულტიმილიონერებისა (ათი და მეტი მილიონი დოლარის კაპიტალი) და ცენტიმილიონერების (100 და მეტი მილიონი დოლარის კაპიტალი) რაოდენობით განისაზღვრა.
რეიტინგის თანახმად, ყველაზე მეტი მდიდარი ცხოვრობს:
1.
ნიუ-იორკში
2.
ტოკიოში
3.
სან-ფრანცისკოში
4.
ლონდონში
5.
სინგაპურში
6.
ლოს-ანჯელესსა და მალიბუში
7.
ჩიკაგოში
8.
ჰიუსტონში
9.
პეკინში
10.
შანხაიში.
ამასთან იმ ქალაქების თანმიმდევრობა, რომლებშიც ყველაზე მეტი ცენტიმილიონერი ცხოვრობს, სხვაგვარად გადანაწილდა. პირველ ადგილზე ნიუ-იორკი მოხვდა, სადაც ას მილიონზე მეტ ქონებას 737 ადამიანი ფლობს, მეორეზე − სან-ფრანცისკო (623 ცენტიმილიონერით), მესამეზე − ლონდონი (406), მეოთხეზე − სინგაპური (336), ხოლო მეხუთეზე − ტოკიო (263).
ამასთან New World Wealth-ის ექსპერტები აცხადებენ, რომ მდიდარი ადამიანების რაოდენობა დუბაიში, მუმბაისა და შენჩჟენში იმდენად სწრაფად იზრდება, რომ 2030 წლისთვის პლანეტის უმდიდრესი ქალაქების ჩამონათვალში ეს ქალაქებიც შევა.
წყარო: Henleyglobal
ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0