საქართველოს მუზეუმების სამი საუკეთესო თანამშრომელი დააჯილდოვეს

© Ministry of Culture, Sport and Youth of Georgiaმუზეუმების სამი საუკეთესო თანამშრომელი დააჯილდოვეს
მუზეუმების სამი საუკეთესო თანამშრომელი დააჯილდოვეს - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2022
გამოწერა
სამინისტროს მიერ დაწესებული „მუზეუმის საუკეთესო მუშაკის“ ტიტულის გარდა, თითოეულმა თანამშრომელმა ფულადი ჯილდოც მიიღო.
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. თბილისში ახალდაფუძნებულმა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მუზეუმელთა ალიანსმა“ პირველი ყრილობა გამართა, სადაც მუზეუმის სამი საუკეთესო თანამშრომელი გამოვლინდა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი ნინო ჭიპაშვილი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის პირველი მოადგილე ნიკა ახალბედაშვილი ესწრებოდნენ.
© Сourtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgiaმუზეუმის საუკეთესო მუშაკების დაჯილდოება
В Грузии наградили лучших работников музея - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2022
მუზეუმის საუკეთესო მუშაკების დაჯილდოება
ღონისძიებაზე იმყოფებოდა ასევე საქართველოს 70 მუზეუმის 400-ზე მეტი თანამშრომელი – როგორც კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი, ისე რეგიონული და კერძო მუზეუმებიდან.
© Сourtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgiaდაჯილდოვდა მუზეუმების სამი საუკეთესო თანამშრომელი
В Грузии наградили лучших работников музея - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2022
დაჯილდოვდა მუზეუმების სამი საუკეთესო თანამშრომელი
ასამბლეაზე, ქართულ სამუზეუმო ისტორიაში პირველად, საზეიმოდ გამოვლინდა სამი საუკეთესო თანამშრომელი, რომელთაც კულტურის სამინისტრომ წელს დაფუძნებული ჯილდო გადასცა:
იზოლდა მელიქიშვილი - სსიპ საქართველოს ხელოვნების სასახლის - კულტურის ისტორიის მუზეუმის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე - სამუზეუმო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის;
გერმანე კაზალიკაშვილი - სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მონიტორინგის დეპარტამენტის მთავარი მენეჯერი - ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის;
ნაზიბროლა ქორთუა - სსიპ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ხელნაწერთა ფონდის მცველი - ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის.
გარდა „საუკეთესო მუზეუმელის" ტიტულისა, აღნიშნულ პირებს ფულადი ჯილდოებიც გადაეცემათ.
© Сourtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgiaდაჯილდოვდა მუზეუმების სამი საუკეთესო თანამშრომელი
В Грузии наградили лучших работников музея - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2022
დაჯილდოვდა მუზეუმების სამი საუკეთესო თანამშრომელი
დელეგატებმა კულტურის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად ისაუბრეს დარგში მიმდინარე პროცესების, წარმატებებისა და გამოწვევების, სამინისტროს ხედვისა და ინიციატივების შესახებ. ასამბლეაზე შეჯამდა განხორციელებული რეფორმები, პროექტები და სამუზეუმო სფეროს მეტი წარმატებისთვის სამომავლო გეგმებიც დაისახა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0