https://sputnik-georgia.com/20220913/kobaxidze-mdidari-arasamtavroboebi-ise-iqcevian-rogorc-partiebi-270400478.html
„ქართული ოცნება“ - მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციები ისე იქცევიან, როგორც პარტიები
„ქართული ოცნება“ - მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციები ისე იქცევიან, როგორც პარტიები
Sputnik საქართველო
ბოლო მონაცემებით, ყველაზე მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაა“. 13.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-13T19:56+0400
2022-09-13T19:56+0400
2022-09-13T22:13+0400
საქართველო
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
პოლიტიკა
ქართული ოცნება
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0b/250585036_0:147:2400:1497_1920x0_80_0_0_d1a50e7ed7f832f8a510824a90164fe6.jpg
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებით კითხვები გაუჩნდა, თუმცა კანონმდებლობის ცვლილების საკითხი არ დგას, განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები ვალდებული არ არიან დაფინანსების წყაროებსა და ბიუჯეტის შესახებ ანგარიში წარმოადგინონ. 2018 წლის მონაცემებით, ყველაზე მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, რომლის ბიუჯეტიც 22 მლნ დოლარი იყო. მეორე ადგილს იკავებდა „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ – 14,1 მლნ დოლარის ბიუჯეტით, მესამე ადგილზე კი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოა“ 9,1 მლნ დოლარით.მისი თქმით, სახეზეა ხარჯების აბსოლუტური გაუმჭვირვალობა და ის, რომ საზოგადოებას ამის თაობაზე არანაირი ინფორმაცია არ აქვს.კობახიძის აზრით, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება უნდა იყოს ისეთივე გამჭვირვალე, როგორც პარტიების, რომლებიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ყოველ კვარტალში წარადგენენ შემოსავლების შესახებ დეკლარაციას.„ფინანსების თვალსაზრისით არა მარტო პოლიტიკური პარტიები უნდა იყვნენ გამჭვირვალე, არამედ არასამთავრობოებიც, განსაკუთრებით მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პოლიტიკურ პროცესში არიან ჩართული“, – განაცხადა კობახიძემ.„ქართული ოცნების“ ლიდერის აზრით, ყველა კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაცია პირდაპირ დაკავშირებულია ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომელსაც მმართველი პარტია „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებს.„თუ შევხედავთ მათ ფესვებს და დამფუძნებლებს, ძალიან მარტივად ამოვიკითხავთ ასეთი NGO-ების უკან მდგომთა სახელებს და გვარებს, რომლებიც პირაპირ არიან დაკავშირებული რადიკალურ ოპოზიციასთან“, – აღნიშნა კობახიძემ.თუმცა, პარტიის ლიდერმა გამორიცხა ამ ეტაპზე ისეთი კანონის მიღება, რომელიც არასამთავრობოებს საკუთარი დაფინანსების დეკლარირებას დაავალდებულებს.არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის აუცილებლობაზე ისაუბრა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემაც.ავტორიტეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ შორის კონფლიქტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განსაკუთრებით გამწვავდა და ამ დრომდე გრძელდება.„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, რომლებიც არჩევნების პროცესის კრიტიკით უკმაყოფილო არიან, არასამთავრობო ორგანიზაციებს არაერთხელ დასდეს ბრალი მიკერძოებულობასა და ოპოზიციასთან კავშირში.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0b/250585036_302:154:2230:1600_1920x0_80_0_0_b9a5d3738d81c0f56643965ce56479be.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , პოლიტიკა, ქართული ოცნება , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , პოლიტიკა, ქართული ოცნება , საზოგადოება, ახალი ამბები
„ქართული ოცნება“ - მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციები ისე იქცევიან, როგორც პარტიები
19:56 13.09.2022 (განახლებულია: 22:13 13.09.2022) ბოლო მონაცემებით, ყველაზე მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაა“.
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებით კითხვები გაუჩნდა, თუმცა კანონმდებლობის ცვლილების საკითხი არ დგას, განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები ვალდებული არ არიან დაფინანსების წყაროებსა და ბიუჯეტის შესახებ ანგარიში წარმოადგინონ. 2018 წლის მონაცემებით, ყველაზე მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, რომლის ბიუჯეტიც 22 მლნ დოლარი იყო. მეორე ადგილს იკავებდა „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ – 14,1 მლნ დოლარის ბიუჯეტით, მესამე ადგილზე კი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოა“ 9,1 მლნ დოლარით.
„არის რამდენიმე ყველაზე მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც სხვადასხვა წყაროდან ფინანსდებიან. როდესაც ისინი პოლიტიკური მოთხოვნებით გამოდიან და პოლიტიკურ ამბიციებს ავლენენ, მათი მორალური ვალდებულებაა გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი აჩვენონ“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, სახეზეა ხარჯების აბსოლუტური გაუმჭვირვალობა და ის, რომ საზოგადოებას ამის თაობაზე არანაირი ინფორმაცია არ აქვს.
კობახიძის აზრით, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება უნდა იყოს ისეთივე გამჭვირვალე, როგორც პარტიების, რომლებიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ყოველ კვარტალში წარადგენენ შემოსავლების შესახებ დეკლარაციას.
„ფინანსების თვალსაზრისით არა მარტო პოლიტიკური პარტიები უნდა იყვნენ გამჭვირვალე, არამედ არასამთავრობოებიც, განსაკუთრებით მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პოლიტიკურ პროცესში არიან ჩართული“, – განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ ლიდერის აზრით, ყველა კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაცია პირდაპირ დაკავშირებულია ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომელსაც მმართველი პარტია „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებს.
„თუ შევხედავთ მათ ფესვებს და დამფუძნებლებს, ძალიან მარტივად ამოვიკითხავთ ასეთი NGO-ების უკან მდგომთა სახელებს და გვარებს, რომლებიც პირაპირ არიან დაკავშირებული რადიკალურ ოპოზიციასთან“, – აღნიშნა კობახიძემ.
თუმცა, პარტიის ლიდერმა გამორიცხა ამ ეტაპზე ისეთი კანონის მიღება, რომელიც არასამთავრობოებს საკუთარი დაფინანსების დეკლარირებას დაავალდებულებს.
არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის აუცილებლობაზე ისაუბრა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემაც.
„საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების არა მხოლოდ დაფინანსება უნდა იყოს გამჭვირვალე, არამედ მათი ყველა მოქმედება. ისინი უნდა იყვნენ აპოლიტიკურები. სამწუხაროდ, ჩვენთან ყველაფერი პირიქითაა“, – განაცხადა კალაძემ.
ავტორიტეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ შორის კონფლიქტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განსაკუთრებით გამწვავდა და ამ დრომდე გრძელდება.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, რომლებიც არჩევნების პროცესის კრიტიკით უკმაყოფილო არიან, არასამთავრობო ორგანიზაციებს არაერთხელ დასდეს ბრალი მიკერძოებულობასა და ოპოზიციასთან კავშირში.